მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის აუდიტორიას ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას, ასევე, თავის მოვლასთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს.
მარიამ სანოგო 2018 წელს დაინიშნა. მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო, წარწერით I said yes გამოაქვეყნა. მარიამის მეუღლე გიორგი ლაშქარაძეა და წყვილს ერთი შვილი, ზუკა ჰყავს.
"ადამიანებს სჩვევიათ კრიტიკა ჩაცმულობის, გარეგნობის გამო... ამ საკითხს არასდროს შევუწუხებივარ" - მარიამ სანოგოს ოჯახური კადრები და ახალი ფოტოები შვილთან ერთად
"კომენტარებში წერდნენ, ამის მეუღლემ თუ იცის, ამ გოგომაც რომ გაიხადაო? ჯერ გამეცინა, მერე ცოტათი მეწყინა..." - მარიამ სანოგო
"ადამიანებს სჩვევიათ კრიტიკა ჩაცმულობის, გარეგნობის გამო. რომ ვთქვა, რამე მტკივნეულად მახსენდება-მეთქი, ასე არ არის, ამ საკითხს არასდროს შევუწუხებივარ. ერთმა ინტერნეტგვერდმა გადაიტანა ჩემი ვიდეო, რომელიც სამუშაო პროცესში იყო გადაღებული. მოდელი ვარ და შეიძლება საცურაო კოსტიუმში ვიყო ან სხვა ფორმაში, ეს ნორმალურად განვითარებულ საზოგადოებაში ჩვეულებრივი ამბავია. ამ ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, ამის მეუღლემ თუ იცის, ამ გოგომაც რომ გაიხადაო? ჯერ გამეცინა, მერე ცოტათი მეწყინა, თან გავიფიქრე, 15 წლიდან მოდელად ვმუშაობ და "ც" კი - არა, აქამდე სად იყავით-მეთქი?.. პრობლემებზე ყოველთვის ღიად ვლაპარაკობ. ჩემი აზრით, როცა ამას აკეთებ, პირველ რიგში, ეს ხალხისთვის ხდება. კონკრეტული მაგალითი გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება გამოცდილებად იქცეს. მსგავსი შემთხვევა მე გადამხდენოდეს, არ მახსენდება, მაგრამ გარშემო მყოფებისგან მსმენია. პრობლემის დამალვა განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა ქალი ძალადობის მსხვერპლია ან მის თავს რაღაც უსიამოვნო ხდება. ამას ხშირად იმიტომ მალავენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში მსგავს ფაქტებზე არცთუ ისე ადეკვატური რეაქციაა, ზოგიერთ შემთხვევაში მსხვერპლი დამნაშავის როლშიც კი გამოჰყავთ. ეს საკითხი ძალიან მაღელვებს, ამ პრობლემას ბევრჯერ შევჯახებივარ. კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც პრობლემას მალავენ. ვერავის გავკიცხავ და ვერ ვეტყვი, ამდენი ხანი სად იყავი-მეთქი? პირიქით, მათი ძალიან კარგად მესმის და მიკვირს, თავის დროზე ადამიანს ეს შიში თუ გაუჩნდა, როგორ გადალახა. ჩვენს სოციუმში იმის აღიარება, რომ გარკვეული ტიპის ძალადობის მსხვერპლი გახდი, გმირობის ტოლფასია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ვიცით, რამდენად უარყოფითი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას საზოგადოების მხრიდან. იმედია, დროთა განმავლობაში ეს მიდგომა შეიცვლება. სხვათა შორის, ამ საკითხს ვაკვირდები და რეზონანსული საქმეების კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული ტიპის პროგრესი შეიმჩნევა, ყინული დნება და ნელ-ნელა თავს მსხვერპლის დადანაშაულებასაც ვანებებთ" - ამბობდა მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამჯერად პატარა ზუკა იუბილარია - ის 5 წლის გახდა. მარიამი შვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.