ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან "ბასტი-ბუბუს" სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს წევრი.
ნინის წარმატებული კარიერა ჰქონდა და საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულითაც სარგებლობდა, როცა მოულოდნელად დაოჯახება გადაწყვიტა. ნინი ბადურაშვილისა და ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძის გრანდიოზული ქორწილი "შერატონში" 2012 წლის 25 ოქტომბერს შედგა, შემდეგ კი ის საცხოვრებლად მეუღლესთან, მოსკოვში გადავიდა.
ნინისა და ირაკლის ქორწინება სკანდალურად დასრულდა. ის მეუღლეს, ირაკლი კუტალაძეს, მანამ დაშორდა, სანამ შვილს გააჩენდა. ნინი მშობიარობის დროს მარტო იყო და პატარა ელენესთან ერთად სახლშიც მარტო დაბრუნდა. ელენე უკვე 10 წლისაა. ამბობენ, რომ ძალიან ჰგავს დედას, არის არტისტული და უყვარს ცეკვა.
"რა პატარები ვართ" - როგორ გამოიყურებოდნენ ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე 18 წლის წინ
„გილოცავ 30 წლის იუბილეს, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, საუკეთესო ხარ“ - ეკა კახიანი იუბილარია: როგორ ულოცავენ მუსიკოსს 60 წლის იუბილეს
"26 წლის ასაკში გავთხოვდი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნორმალური ასაკია. თუმცა, ამ გადმოსახედიდან, მგონია, რომ მაინც პატარა ვიყავი. 27 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი და ამისთვის მზად ვიყავი... დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ცხოვრებაში რაც უნდა ვაკეთოთ, რაც უნდა შევქმნათ, მთავარი, რასაც ვქმნით - შვილებია.
ელენე ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია. რადიკალურად სხვანაირი ხასიათი აქვს. მართალი გითხრათ, მისი ხასიათი ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე ჩემი. სითბოს გამოხატვა შეუძლია. მე რაც უნდა ძალიან მიყვარდეს ადამიანი, გრძნობის გამოხატვის უნარი არ მაქვს" - ამბობდა ნინი.
ამჯერად ნინი სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს: