ალენ დელონი
ალენ დელონი სამართლიანად ატარებს მე-20 საუკუნის ფრანგული კინოს ყველაზე სიმპათიური მსახიობის საამაყო ტიტულს. დელონმა შეძლო გამხდარიყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი კინომსახიობი, ცნობილი გახდა არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.
მარლონ ბრანდო
ბრანდო მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს კინომსახიობად ითვლება. მან გაუწია პოპულარიზაცია სტანისლავსკის სისტემას და მეთოდურ შესრულებას. მის სამსახიობო სტილს უდიდესი გავლენა ჰქონდა მსახიობთა მთელ თაობაზე; მათ შორის იყვნენ ჯეიმზ დინი, პოლ ნიუმანი, რობერტ დე ნირო,ალენ დელონი, ალ პაჩინო,ელვის პრესლი, შონ პენი და სხვები.
ერთი შვილი "ურჩხულს" უწოდებდა, მეორე კი ძალადობაში ადანაშაულებდა - ალენ დელონის გახმაურებული რომანები და დაძაბული ურთიერთობა შვილებთან
"როცა ჩემს ასაკს ხმამაღლა ვამბობ, თავადაც არ მჯერა... შინაგანად ისევ 20 წლის ვარ": სოფი ლორენი დღეს 89 წლის გახდა - იტალიური კინოს ვარსკვლავის ცხოვრების 5 პრინციპი
ჟან მარე
“ურჩხული და მზეთუნახავი”, “ორფეოსი”, “გრაფი მონტე-კრისტო”, “ნაპოლეონი”, “თეთრი ღამეები”, “ფანტომასი”, “საბრალონი” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობმა მონაწილეობა მიიღო. სირთულეებთან და პრობლემებთან ბრძოლა ბავშვობიდან დაიწყო. მომავალი მსახიობის დედა სახლიდან ხშირად მიდიოდა და დიდხანს არ ბრუნდებოდა. ბებია ბავშვს უხსნიდა, რომ დედა გადაუდებელი საქმის გამო ქვეყნიდან წავიდა. სინამდვილეში კი ჟან მარეს დედა კლეპტომანი იყო და ამის გამო გამუდმებით ციხეში ხვდებოდა.
შონ კონერი
მსახიობი, რომელმაც ჯეიმს ბონდი ეკრანზე პირველად განასახიერა და თავისი ქარიზმის წყალობით ყველა დროს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟად აქცია. მსახიობმა მხარი დაუჭირა შოტლანდიის დამოუკიდებლობას და 2003 წელს ითამაშა თავის ბოლო ფილმში, The League of Extraordinary Gentlemen, ფილმი წარუმატებელი აღმოჩნდა და კონერის პროფესიაზე თავის დანებება მოუწია.
გრეგორი პეკი
გრეგორი პეკი დაიბადა 1916 წლის 5 აპრილს, სან-დიეგოში. სამი წლის იყო, როცა დედამ მიატოვა. მამა და ბებია ზრდიდნენ. გრეგორი ჯერ სამხედრო აკადემიაში სწავლობდა თუმცა ზურგის ტრავმა მიიღო და მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა არ მიუღია. მოგვიანებით ბერკლის უნივერსიტეტში მოხვდა.
სწავლის ფული რომ ეშოვა, არც მეეზოვეობას თაკილობდა, არც ოფიციანტობას, ჭურჭლის მრეცხავადაც მუშაობდა.