"მეც გაგიზიარებთ ფოტოს, სადაც 21 წლის ვარ" - ნიკოლოზ რაჭველი ძველ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

"მეც გაგიზიარებთ ფოტოს, სადაც 21 წლის ვარ" - ნიკოლოზ რაჭველი ძველ ფოტოებს აქვეყნებს

2024-02-05 12:38:36+04:00

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოპულარულ ტრენდს შეუერთდა და 21 წლის ასაკში გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. ნიკოლოზი მაშინ სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა და, შესაძლოა, მისი ცნობა გაგიჭირდეთ კიდეც. 

ნიკოლოზ რაჭველი, ნამდვილი სახელი - ნიკოლოზ მემანიშვილი, ქართველი მუსიკოსი, ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტია.

" ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანად რჩება ლამარა, დედაჩემი… მას ვერაფერი შეცვლის" - რა ამბავს იხსენებს ნიკოლოზ რაჭველი დედის შესახებ 

"ჩემი მშობლები ხელს რომ აწერდნენ დედას მაგრად უტირია, არ უხაროდა გათხოვება, თავად 40 წელს იყო გადაცილებული" - ნიკოლოზ რაჭველის ჩანაწერი გარდაცვლილი დედის შესახებ 

რაჭველმა 1996 წელს დაამთავრა ევგენი მიქელაძის სახელობის საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი ფორტეპიანოსა და კომპოზიციის სპეციალობებით, ხოლო 2005 წელს - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით. 1999–2003 წლებში ეუფლებოდა დირიჟორობის კომპოზიციისა და მუსიკის თეორიის სპეციალობებს ვენის მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, ეწევა მრავალმხრივსა და აქტიურ შემოქმედებით, საშემსრულებლო და საორგანიზაციო საქმიანობას. 2011 წელს გადაეცა საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია, 2012 წელს მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. 2017 წლის 26 მაისს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდება მიენიჭა.

როგორც ცნობილია, ნიკოლოზ რაჭველს ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან, განსაკუთრებით კი, დედასთან. ამბობდა, რომ მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი სწორედ დედას მიუძღოდა.

„მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, 13 წლიდან ვცხოვრობდი დედასა და ბებიასთან ერთად. მერე ბებია გარდაიცვალა და დავრჩით ჩვენ ორნი. ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანად რჩება ლამარა, დედაჩემი… მის ფენომენს, არა დედის, არამედ უშუალოდ დედაჩემის ფენომენს ვერაფერი შეცვლის. ეს არ იყო მხოლოდ დედაშვილობა. ეს იყო მთელი პროცესი მუსიკასთან ჩემი მიყვანის, დიდი ენერგიის. ჩემთან ერთად მეცადინეობდა. მეტრონომი არ გვქონდა, რაც ეტიუდების სამეცადინოდ ძალიან მნიშვნელოვანია. დედაჩემი თავად მეტრონომობდა, ტაშს უკრავდა, საათობით მეჯდა… ერთხელ, მახსოვს, იწვა ჰორიზონტალურად და ხელით რიტმს აყოლებდა. მახსოვს, რაღაც მომენტში ოდნავ შენელდა რიტმი… გავიხედე, ჩაძინებული იყო, მაგრამ მაინც აგრძელებდა ტაშის დაკვრას…“, - იხსენებდა ნიკოლოზ რაჭველი. 

ნიკოლოზ რაჭველი, როგორც მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ნახეთ, წლების წინ განსხვავებულად გამოიყურებოდა და განსხვავებულ გვარსაც ატარებდა. მოგვიანებით მუსიკოსმა  ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა და წონაში საგრძნობლად დაიკლო. „არასდროს ვუფრთხილდებოდი ჯანმრთელობას და ამიტომ 11 ოპერაცია მაქვს გამოვლილი, საკმაოდ რთული, კლინიკური სიკვდილის ჩათვლით“ - წერდა მაესტრო. 

ნიკა მემანიშვილი ნიკოლოზ რაჭველი წლების წინ გახდა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელშიც ვრცლად წერდა: 

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, გა­ტყო­ბი­ნებთ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას: ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ აფი­შებ­ზე, აუ­დი­ო­-ვი­დეოალ­ბო­მებ­სა და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებ­ზე, ჩემი სა­ხე­ლი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად: ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი (NIKOLOZ RACHVELLY). ეს არის ჩემი უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ჩემი მშობ­ლი­უ­რი კუ­თხის მი­მართ. მე მინ­და, ყვე­ლა ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­ბი­ჯი (წარ­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში) ასო­ცირ­დე­ბო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზეს კუ­თხეს­თან - რა­ჭას­თან!!!

იმე­დია, არ დამძრა­ხავთ (გან­სა­კუთ­რე­ბით, მე­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი), მე ყო­ველ­თვის ვრჩე­ბი ჩემი საგ­ვა­რე­უ­ლოს ერ­თგულ წარ­მო­მად­გენ­ლად და ჩემი ღირ­სე­უ­ლი წი­ნაპ­რე­ბის დიდ პა­ტი­ვის­მცემ­ლად", - ამბობდა ის.