რუსეთში მოღვაწე შოუმენი და ტელეწამყვანი ოთარ კუშანაშვილი მიიჩნევს, რომ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ნაადრევად დაქორწინდა. ამის შესახებ მან Sport24-ს განუცხადა. ტელეწამყვანმა ასევე ისაუბრა ოსიმენსა და კვარაცხელიას აგენტს შორის მომხდარ ინციდენტზე...
ოთარ კუშანაშვილი:
- კვარაცხელია? ხვიჩა უღიმღამო გუნდში თამაშობს, ეს ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც კლუბიდან სპალეტი წავიდა. მან "ნაპოლის" ოქროს მედლები მოუტანა და სურდა გუნდიდან კარგ ნოტზე წასულიყო. მათმა ტირანმა პრეზიდენტმა კი მადლობაც არ გადაუხადა. ამის შემდეგ მთავარმა თავდამსხმელმა (ვიქტორ ოსიმენმა) ხვიჩას აგენტს (მამუკა ჯუღელს) მოუწოდა, მოეკეტა, მაშინ, როდესაც ხვიჩა მის გვერდით თამაშობს.
რაც შეეხება კვარაცხელიას დაოჯახებას, კუშანაშვილს მიაჩნია, რომ სპორტსმენის ცხოვრებაში ცოლის მოყვანა ნაადრევი იყო.
"მაინტერესებს ფიზიონომია. ახლახან ვნახე ხვიჩას ცოლი - დამთავრდა ეს ბიჭი. ძალიან ადრე დაქორწინდა. დავინახე ხვიჩას ბავშვური სახე და მის გვერდით ქართველი ტატიანა ტარასოვა (სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი ფიგურულ სრიალში). მგონი, ხვიჩას ყველაფერს წაართმევენ. სახეზე ეწერა - ნახვამდის, ჩეკის წიგნაკო.
"ბევრი გამოწვევა იყო, რასაც ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანების მხარდაჭერითა და სიყვარულით გავუმკლავდი" - ხვიჩა კვარაცხელია ახალ პოსტს აქვეყნებს
ქართველი ქალი გაიძულებს კაპიტულაცია გამოაცხადო, გაგაგდებს გარეთ, შეგაფურთხებს ზურგში, მერე მობრუნდება სახლში, გადაითვლის ფულს და გაიფიქრებს, რაღაც მაინც ვიხეირე ამ კაცისგან. პირველი წარმატების შემდეგ ასე ადრე დაქორწინება შეცდომაა“, - განაცხადა კუშანაშვილმა.
ვიდეო: "დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ყველაფერო... მიყვარხარ" - ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური მილოცვა ნიცა თავაძეს
ეს იგივე იქნებოდა, მე რომ „ოლიმპ ბეტთან“ გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ ანფისა ჩეხოვასთვის დამეძახა საძინებელში, მე ხომ ყველაფერს დავკარგავდი, ის კი წაიღებდა ყველაფერს“- ამბობს კუშანაშვილი.
"ბედნიერი 2024!" - როგორ აღნიშნეს ნიცა თავაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი შობა-ახალი წელი ოჯახის ამპლუაში
ხვიჩა და ნიცა 2023 წლის შემოდგომაზე დაქორწინდნენ. მანამდე რამდენიმე წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. საქორწილო ცერემონია ქალაქ მცხეთის ფერისცვალების ეკლესიაში გაიმართა. გოგონა იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში და არ აქტიურობს სოციალურ ქსელებში.
წაიკითხეთ სრულად