ქრისტინე იმედაძე ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა, მისი პირადი ცხოვრება, ცხოვრების სტილი და კარიერა კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
ქრისტინემ მუსიკალური კარიერა ბავშვობაში, "ბასტი-ბუბუში" დაიწყო, პარალელურად კი, ბალეტით იყო დაკავებული. აქტიური სოლო-კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო - ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქეთა თოფურიასთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "ოთხი გოგო" (4G).
მუსიკალური კარიერის პარალელურად, ქრისტინემ მსახიობობაშიც სცადა ბედი. მისი პირველი ფილმი იყო ირაკლი ჩხიკვაძის „თბილისური Love Story“. 2018 წელს ითამაშა ერეკლე ბადურაშვილის ფილმში "ხიდი", სადაც პარტნიორობას მურატ ილდირიმი, ნინი ბადურაშვილი, ზურა ყიფშიძე, ზურაბ ცინცქილაძე, ზუზუ ბეჟაშვილი და სხვა არაერთი ცნობილი მსახიობი უწევდა.
"ია იყო ულამაზესი, სასწაული გოგო, საოცარი ენერგეტიკა ჰქონდა..." - რას იხსენებს ეკა კახიანი ია ფარულავას შესახებ
ია ფარულავა ჰოლივუდში - ქართველი მსახიობის მასტერკლასი უცხოელ სტუდენტებს და 1994 წელს გადაღებული ნაკლებად ცნობილი კადრები
ქრისტინე ცნობილი ქართველი მსახიობის და ტელეწამყვანის, ია ფარულავას ძმისშვილია.
ია ფარულავა ამერიკის კინომსახიობთა გილდიის (SAG-ის) წევრია და 1993 წლიდან 1998 წლამდე ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა.
აშშ-ში ცხოვრებისას იგი მრავალ მუსიკალურ კლიპში, სარეკლამო რგოლსა და დაბალბიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.
ცნობილი ფაქტია, რომ ია სტივენ სპილბერგის ფილმის, “შინდლერის სიის“ შესარჩევ კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, სადაც იგი ნაცისტი გენერლის ებრაელი მოსამსახურის, ჰელენ ჰირშის როლზე განიხილებოდა, მაგრამ სტივენ სპილბერგმა იგი ზედმეტად ლამაზად მიიჩნია, შესაბამისად, როლი ამერიკელ მსახიობს, ემბეტ დევიდს ერგო.
ამჯერად ია ფარულავა ქრისტინე იმედაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს: