ტელეწამყვანი და ბიზნესმენი ირაკლი მაქაცარია უკვე არაერთი წელია, რაც აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. ის სხვადასხვა პროექტის მონაწილის, ჟიურისა და წამყვანის ამპლუაში არაერთხელ მოგვევლინა და საზოგადოებას თავი მალევე შეაყვარა. რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი შეყვარებული იყო, მისი რჩეული კი ცნობილი ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას ქალიშვილი ლიზა ჩიჩუაა.
ქეთი ასათიანი ოჯახზე ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა:
„საექიმო დინასტიის გამგრძელებელი ჩვენი მეორე და მესამე შვილია, ლიზა და ალექსანდრე. ალექსანდრე პირველი კურსის სტუდენტი გახლავთ, ლიზა - მესამე. ვნახოთ, როგორ განაგრძობენ და რა იქნება.
სრულიად განსხვავებული ამპლუა დამემატა - სიდედრის სტატუსი. ნებისმიერი მშობლისთვის შვილის ბედნიერება, ვფიქრობ, განმსაზღვრელი და წარმმართველია. მე ვხედავ მათ ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, ირაკლის მზრუნველობას, ლიზას ბედნიერ თვალებს... მინდა ყველას ვუსურვო, რომ ასეთი ხალასი გრძნობა დიდხანს გაჰყვეთ და არასდროს ვალდებულებასა და ჩვევაში არ გადავიდეს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ხელი შევუწყოთ.
"ჩემი განსაკუთრებული მამის გამო სახელი გიორგი ძალიან მომწონს..." - რატომ დაარქვა ლიზა ჩიჩუამ შვილს გიორგი და როგორია მისი დამოკიდებულება მამასთან
"ალბათ, ეს ასაკში სხვაობის ერთ-ერთ დიდი პლუსია..." - რატომ არ აქვეყნებენ ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია შვილის ფოტოებს და როგორია მათი ურთიერთობა კამერებს მიღმა: ლიზა ჩიჩუა კითხვებს პასუხობს
დარწმუნებული ვარ, როგორც ლიზა, ასევე ირაკლი, ძალიან ყოჩაღია, თავიანთი გზა ძალიან სწორად აქვთ არჩეული. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ირაკლის როლი - ფაქტობრივად, დღე და ღამე ზრუნავს იმაზე, რომ სწავლის მიმართულებით, ლიზას ხელი არ შეეშალოს. მოგეხსენებათ, მედიკოსის პროფესია ურთულესია, სულ სხვა ძალისხმევას და დასწავლას საჭიროებს. ამ თვალსაზრისით, ჩემს შვილს საოცარი ხელშეწყობა აქვს.“ - ამბობდა ის.
ამჯერად ქეთი ასათიანი იუბილარია.. დაბადების დღეს მას სოციალურ ქსელში ლიზა ჩიჩუა ულოცავს:
„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ნომერ პირველო ვარსკვლავო… ჩემს გულში შენი ადგილის ჩანაცვლებას ვერავინ შეძლებს”‚ – წერს ლიზა.