სოჯო ნიჟარაძე გუშინ, 6 თებერვალს, 38 წლის გახდა. მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, მაგრამ განსაკუთრებული შვილის, ელის-მარია სააკაშვილის სიურპრიზი აღმოჩნდა. ის დედას გულის ფორმის წითელი ბუშტებით შეხვდა და სადღესასწაულო ტორტიც მიართვა. კადრები სოციალურ ქსელში სოფომ თავად გააზიარა.
მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც საკუთარ, ისე შვილის, ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეოებს. უსაყვარლესი ალისა საზოგადოებაში უკვე პოპულარულია და ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.
სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. ის არის ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. სოფომ შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2005 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა „ახალ ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო.
"განსაკუთრებულად მომნუსხველი აურა აქვს, გულგრილს ვერავის დატოვებს!" - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს გვიზიარებს
ვიდეო: "დედას აჯავრებს" - პატარა ელის-მარია სოფო ნიჟარაძის ცნობილ ჰიტზე Ancora ცეკვავს
2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.
სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო, ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა (ქეთი ნიკოლეიშვილი) და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა (კახაბერ ნიჟარაძე) ინჟინერი იყო.
2020 წლის 2 ივნისს სოფო ნიჟარაძესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეეძინათ საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს.