მანანა თოდაძე დაიბადა 1958 წლის 20 თებერვალს ქ. თბილისში. 1973 წლიდან დაიწყო აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა. 1973-1977 წლებში მღეროდა სხვადასხვა ქართულ და აზერბაიჯანულ ანსამბლში, რომელთაგან გამორჩეულია აზერბაიჯანის ანსამბლი „გაია“. 1977 წლიდან კი ის მღერის ლეგენდარულ ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ "ვია ივერიაში“.
მანანა თოდაძისათვის წლების განმავლობაში შექმნილა მრავალი ცნობილი საესტრადო, პოპ და ჯაზური სტილის სიმღერა. მანანა თოდაძეს ანსამბლ "ივერიასთან" ერთად მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული აქვს რეკორდული რაოდენობის შოუპროგრამა, კონცერტი, დადგმა და მიუზიკლი. თოდაძე 35 წლის მანძილზე თანამშრომლობდა ცნობილ კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიასთან, რომელიც სპეციალურად მისთვის წერდა შემდგომში ცნობილ ქართულ და არამარტო ქართულ სიმღერებსა და არიებს.
"ქალს ასაკი არ აქვს და ის ყველა ასაკში ლამაზია... მინდოდა, დამემსხვრია ასაკობრივი ზღვარი" - მანანა თოდაძე
„ცოლი ახლაც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან „ლევად“ წახვალ, პატარაზე რომ წაისეირნებ
ამჯერად მომღერალი გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" პირველი ქორწინების შესახებ საუბრობს:
„ბევრს მოვწონდი, პატივს მცემდნენ... რაღაც საზიზღარი ხასიათი მქონდა, როდესაც გავიგებდი, რომ ვინმეს მოვწონდი, მე უკვე აღარ მომწონდა. ისეთი დაკავებული ვიყავი, სერიოზულად არაფერს ვიღებდი... ოჯახი პატარა ასაკში შევქმენი...
რთულია, როდესაც ოჯახი ინგრევა. ერთ ვიტყვი, რომ ქალი ოჯახს არ ანგრევს, თუ იძულებული არ არის, ოჯახიდან წავიდეს. ან გინდა, ან არ გინდა...“