66 წლის ასაკში ქართველი მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა.
სოსო ჯაჭვლიანი იყო ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი (მკლავჭიდი).
1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
გარდაიცვალა 2024 წლის 8 თებერვალს, მძიმე სენის შედეგად.
ფილმების დამდგმელი რეჟისორი
- 2003: „ჩემი პირველი სიყვარული“
- 2006:„მანიაკები? ფანატიკები?“ რეჟ. ბადრი ჯაჭვლიანთან ერთად
- 2007: „სვანი“ რეჟ. ბადრი ჯაჭვლიანთან ერთად
- 2010:„მაიტა ნასოსი“ რეჟ. გიორგი კაჭარავასთან ერთად
გადაღებულია ფილმებში:
- 1975: „კავკასიური რომანსი“ (ელბერდი) რეჟისორები რევაზ (რეზო) გაბრიაძე, ამირან დარსაველიძე
- 1976: „ნატვრის ხე“ (გედია) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1977:„უმცროსი და“ (კახა გავაშელი) რეჟ. ზაალ კაკაბაძე
- 1977:„ამაღლება“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1979:„ელოდეთ მოკავშირეს“ (ავთანდილი) რეჟ. ოთარ კობერიძე
- 1981: „ძმა“ რეჟ. თემურ ბაბლუანი1982:„სიბრძნის კარავი“ რეჟ. ოთარ კობერიძე
- 1982:„სამი ალიყური“ (მეფე) რეჟ. ელგუჯა ჟღენტი
- 1982:„დიმიტრი II“ რეჟ. რამაზ (ბუბა) ხოტივარი
- 1983:„ყვითელი ჩიტი“ რეჟ. ამირან დარსაველიძე
- 1983:„ბანდიტი აგურის ქარხნიდან“ რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1983:„ჯადოსნური ღამე“ (იბრუხი) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1986:„ბებია ყველასთვის“ რეჟ. ნანა დვალიშვილი
- 1986:„ექვსი თოვლიანი დღე“ რეჟ. იური კვაჭაძე
- 1987:„ფესვები“ (გიორგი ახალგაზრდობაში) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1988:ოპერაცია „ვუნდერლანდი“ რეჟ. ოთარ კობერიძე
- 1990:„თეთრი ბაირაღები“ (როსტომი) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- 1991:„მერცხლები და ბეღურები“ რეჟ. დავით ურუშაძე
- 1992:„უძინართა მზე“ რეჟ. თემურ ბაბლუანი
- 1996:„შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 2005:„საშობაო საჩუქარი“ რეჟ. ნანა ჯანელიძე
- 2007: „სვანი“ რეჟისორები სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი (გვეგნა რექჩიანი)
- 2010:„მაიტა ნასოსი“ რეჟისორები სოსო ჯაჭვლიანი, გიორგი კაჭარავა