Vogue-მა ბრიტანული გამოცემის მარტის ნომრის მთავარი გარეკანი გამოაქვეყნა, რომელზეც თანამედროვე კულტურის 40 ცნობილი ქალია გამოსახული, მათ შორის: სუპერმოდელები სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, კრისტი ტურლინგტონი და ლინდა ევანგელისტა, ასევე - ოპრა უინფრი, ვიქტორია ბექჰემი, დუა ლიპა და მაილი საირუსი...
იდეა გამოცემის რედაქტორს, ედვარდ ენინფულს ეკუთვნოდა - ამით მისი Vogue-თან თანამშრომლობა დასრულდა. როგორც თავად ენინფული აღნიშნავს, სურდა, ლეგენდარული ნომერი მთლიანად ქალებისთვის მიეძღვნა.
"მე არ ვარ 25 წლის, რატომ უნდა ვცადო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე?“ - სინდი კროუფორდის მიდგომა ასაკის მატებასა და დაბერებასთან თქვენც დაგაფიქრებთ
"როდესაც დავიწყე მავნე ნივთიერებების გამოყენება, მეგონა, ამით დარდს დავმალავდი... მაგრამ შეცდომა ვაღიარე და მკურნალობა დავიწყე" - სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლდამოკიდებულებაზე ღიად საუბრობს
ენინფული ბრიტანული Vogue-ის მთავარი რედაქტორის პოზიციაზე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა, 2020 წელს კი, ბრიტანულ "ვოგთან" ერთად, Vogue-ის ევროპული გამოცემების სარედაქციო დირექტორიც გახდა. გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ ენინფული Vogue-ის ბრიტანული გამოცემის მთავარი რედაქტორის თანამდებობას ტოვებდა და სანაცვლოდ მას მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალის კრეატიულ და კულტურულ მრჩევლად წარადგენდნენ. პრესა ენინფულისა და ამერიკული "ვოგის" მთავარი რედაქტორის, ანა ვინტურის შესაძლო დაპირისპირებაზე ალაპარაკდა.