„სანამ ცოცხალი ვარ, ის მოგონებები სულ მინდა ცოცხლად მახსენდებოდეს… სოსო ჩემთან არის ყოველთვის, როგორც ლიკა" - ზაზა კოლელიშვილი სოსო ჯაჭვლიანს ემშვიდობება - Marao

„სანამ ცოცხალი ვარ, ის მოგონებები სულ მინდა ცოცხლად მახსენდებოდეს… სოსო ჩემთან არის ყოველთვის, როგორც ლიკა" - ზაზა კოლელიშვილი საუკეთესო მეგობარს, სოსო ჯაჭვლიანს ემშვიდობება

2024-02-09 13:52:00+04:00

ზაზა კოლელიშვილი სოსო ჯაჭვლიანს ემშვიდობება:

„სანამ ცოცხალი ვარ, ის მოგონებები სულ მინდა ცოცხლად მახსენდებოდეს…

სოსო ჩემთან არის ყოველთვის, როგორც ლიკა, როგორც ბატონი თენგიზი, როგორც ბიძაჩემი და როგორც „ნატვრის ხის“ ბევრი მონაწილე“, – აღნიშნა ზაზა კოლელიშვილმა.

„მეც, სოსოსაც, სხვა ახალგაზრდა ბიჭებსაც, ყველას მოგვწონდა... სველს, ტალახიანს რომ ავიყვანდი ხოლმე ხელში...“ - ზაზა კოლელიშვილი ლიკა ქავჟარაძეზე 

ნატვრის ხესთან დამარხული ოცნებები - ვინ იყვნენ ფილმის პერსონაჟები: მარიტა, ფუფალა და ციციკორე სინამდვილეში და როგორი იყო მათი ცხოვრება 

სოსო ჯაჭვლიანი იყო  ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი (მკლავჭიდი). 

1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს - შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

გარდაიცვალა 2024 წლის 8 თებერვალს, მძიმე სენის შედეგად.