შაბათს, 29 წლის ნიკოლამ, ლოს-ანჯელესში მისი სადებიუტო ფილმის ლოლას პრემიერაზე PEOPLE-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ვიქტორია ბექჰემის ბრენდის ტანსაცმელი ეცვა:
"ის გენიოსია. ჩემთვის დიდი პატივია მისი ტანსაცმლის ტარება. იღბლიანი ვარ, რომ ჩემი დედამთილი ვიქტორია ბექჰემია. მასთან ყოველთვის შემიძლია მოდაზე საუბარი" - განუცხადა ნიკოლამ PEOPLE-ს.
რომელ პლასტიკურ ოპერაციას ნანობს ვიქტორია ბექჰემი და რატომ ერიდება ამ თემაზე ქალიშვილთან საუბარს
"ჩემი ცოლი 10 ახალ კაბას ყიდულობს, მომიბრუნდება და მეუბნება: "ძვირფასო, შენც გიყიდე რაღაც" და ამოიღებს ჩანთიდან სამაჯურს, რომელიც ერთი ევრო ღირს" - დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ოჯახური იდილიის საიდუმლო ამოხსნილია
მანამდე, ბექჰემების მილიარდერი რძალი, ნიკოლა პელტცი გამოცემა Grazia-ს ინტერვიუში დედამთილზე ღიად ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ვიქტორია მას ქორწილისთვის სამზადისის პროცესში იგნორს უკეთებდა.
სულ ცოტა ხნის წინ კი გამოცემა The Sun-მა ინფორმაცია გააჟღერა, როგორც ირკვევა, ვიქტორია ბექჰემი რძალზე გაცეცხლებულია და აინტერესებს, რატომ ავრცელებს ის უსაფუძვლო ჭორებს.
„ვიქტორია და დევიდი ცდილობდნენ რძალთან ურთიერთობის დალაგებას. მათ სურდათ, უფროს ვაჟთან და ახლად შეძენილ რძალთან უფრო მეტი დრო გაეტარებინათ. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ბრუკლინი პრაქტიკულად ცოლის მშობლებთან უფრო ცხოვრობს, ვიდრე მათთან“, – განუცხადა ინსაიდერმა გამოცემას.
დაველოდოთ „პასუხის პასუხს“, მანამდე კი გეტყვით, რომ ტაბლოიდების ცნობით, ნიკოლასა და ვიქტორიას შორის „შავმა კატამ“ საქორწინო კაბის არჩევის პროცესში გადაირბინა. პატარძალს ვიქტორიას მოდის სახლი მიერ შეკერილი კაბა უნდა მოირგო, საბოლოოდ კი ნიკოლამ ბრუკლინ ბექჰემზე „ვალენეტნოს“ კაბით იქორწინა.