თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.
"პირველ ფოტოში 20 წლის ვარ, ძალიან უბრალო, მხიარული, საყვარელი, პუტკუნა გოგო" - თამო ვაშალომიძე ძველ ფოტოებს აქვეყნებს
„და მე ვთქვი "კი“ - თამო ვაშალომიძე ნიშნობის ვიდეოს აქვეყნებს
თამო დაქორწინებულია ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.
ამჯერად თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თავს გადამხდარი ინციდენტის შესახებ გამომწერებს უყვება. როგორც ის ამბობს, მას უცნობმა ადამიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:
"ვცდილობ, არ ვიტირო და ისე ჩავწერო ეს ვიდეო, რადგან მე ძალიან ემოციური ვარ. მინდა, გავრცელდეს ეს ვიდეო. ბახტრიონზე, ზებრაზე მოხუცი კაცი ჯოხით გადადიოდა ნელა. გავატარე, რა თქმა უნდა. პატარა მანქანით ვიღაც თითქმის დაეჯახა და მე დავუსიგნალე. მოატრიალა მანქანა, გააჩერა და სულ დედა მაგინა. ყველა მე მიყურებდა. მეც მინდა, ყველანაირი სიტყვით ვაგინო" - იხსენებს თამო ვაშალომიძე.