ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების, კრისტი ყიფშიძისა და გიორგი ყიფშიძის შვილია. მისი ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
პირველადი პროფესიით ნატალია ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტელესერიალში. ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ "ცვალებად ნიშნებში" აქვს.
"გიორგი ყიფშიძეს მეორე და მესამე ცოლი რომ არ მოეყვანა, შეურიგდებოდი?" - რას პასუხობს კრისტი ყიფშიძე გამომწერების კომენტარებს და როგორ იხსენებს გიორგი ყიფშიძესთან ურთიერთობას
"ამ ბოლო დროს სულ ჯანმრთელობაზე ვფიქრობ, მეტი არაფერი მაწუხებს... ჯერჯერობით აღარ ვენდობი არავის. ჩავკეტე სიყვარულის თემა" - გიორგი ყიფშიძე
ამჯერად მამა-შვილმა გადაცემა „შუადღესთან” საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ისინი ერთმანეთს კითხვებს უსვამენ.
გიორგი: ჯიუტი ხარ ვირივით ჩემსავით. იმით არ მგავხარ - მე შემიძლია ბოდიშის მოხდა, შენ არ შეგიძლია.
ნატალია: პირველი მოგონება, რომელიც ახლა ჩემზე გაგახსენდა.
გიორგი: ზაფხულში გავიგე, რომ ჩემი შვილი ფესტივალზე წავიდა. მეც წავედი ისე, რომ არ იცოდა. საცეკვაო მოედანზეა და სათვალით ცეკვავს. მივედი და ყურში ჩავჩურჩულე: მამიკო გენაცვალოს. გაოცდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
რამეს თუ შეცვლიდი ჩემში? – ეკითხება გიორგი შვილს.
ნატალია: შევცვლიდი იმას, რომ ეგეთი ბუტია არ ყოფილიყავი. ძალიან ბუტია ხარ.
რა შეცვალა ჩემმა გამოჩენამ შენს ცხოვრებაში? – ეკითხება ნატალია მამას.
გიორგი: საერთოდ ყველაფერი შეცვალა. როდესაც შენ დაიბადე, დედაშენი უბრალოდ ანათებდა, ბედნიერებას ასხივებდა.