გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორია. გიორგი სოციალურ ქსელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი პოსტები საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იმსახურებს. ამჯერად ის სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს:
„ზუსტად ერთი თვის წინ თავი მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა – არ ვიმჩნევდი, მაგრამ ეგრე იყო. ვფიქრობდი, რომ ჩემი მთავარი და არაერთხელ გამხელილი ოცნება – ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის ლეგენდარული სამკითხველოს გახსნა, რომელსაც მთელი 11 და ბევრი თვით მეტი წელი წარმოვიდგენდი – თითქოს არც ყოფილა, ისე გაქრა.
რთული, ძალიან რთული გზა გამოვიარეთ – დრო დასჭირდა შენობის გამაგრებას – უმძიმესი და დეტალური სამუშაო.
მერე ალყა დავარტყით სამკითხველოს – ჯერ წიგნის მუზეუმი გავხსენით, მერე ხელოვნების დარბაზი, მერე ფოლკლორის დარბაზი და ქართული ენის დარბაზიც მოვამზადეთ (წესით, მალე გაიხსნება) – ეს ყველაფერი სულ კერძო შეთანხმებების ძალით. ჰოდა, უკვე დიდი პირობა გაჩნდა, რომ ბიზნესი ამ სივრცით დაგვეინტერესებინა და აი, მაისში – შევძელით კიდეც.
"მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული... ცხოვრება გრძელდება" - გიორგი კეკელიძის ემოციური სიტყვა და ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული
გიორგი კეკელიძისა და ტაქსის მძღოლის ემოციური ამბავი: "გავცოცხლდი! როგორ ვამაყობ შენითო, სულ ცრემლები მომდის, კარგი ამბები რომ მესმისო... ვიჯექი, ასე გახარებული და დარცხვენილი და მეც ცრემლები მომდიოდა..."
სულ ბოლო სიახლე ამ კუთხით, გერმანელი რესტავრატორების ჩამოსვლა – 10 იანვარს გამცნეთ, ხოლო 11 იანვარს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე. სწორედ ეგ გამოდგა ძნელი და არც ის მამშვიდებდა დიდად, რომ ,,ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში”, არც ყალბი ალტრუისტული შეგებებები – “მთავარია, ხომ გაიხსნება და რა მნიშვნელობა აქვს...” – რგებდა სევდას მაინცდამაინც. მეორე დილით ჩემს ტელეფონში რვა ძალიან მნიშვნელოვანი შემოთავაზება დამხვდა. ორი ავირჩიე ( Biblusi • ბიბლუსი სახლი/Sakhli ) მათგან და მესამე ჩემი LIB.GE დავიტოვე. და ხელახლა დავიწყე შენება – არ დამიხარჯავს არცერთი ზედმეტი სიტყვა, იმ რვა წინადადების მიღმა რომ მაცდური მოწვევები იყო სულ სხვა სფეროში – ყველა ვიუარე, მშვიდად დავემშვიდობე თანამშრომლებს და სრულიად მშვიდადვე გიმხელთ, რომ ჩემი აზრით; ვნების სიმძაფრე უფრო საკუთარი თავის გაძლების გამოცდაშია, წამოდგომის უცნაურ და გაუებარ ძალაში, ფერისცვალების შესაძლებლობის განცდაში – თორემ სამყარო რომ არ არის სამართლიანობის პრინციპზე აწყობილი – არც ახლა, არც ყოფილა და არც იქნება არასდროს – ეგ სიმღერა უკვე წავიმღერე – ცოტა სახალხოდ და მეტად – გულში.
ახლა გაცილებით ძლიერი ვარ. წინ დიდი გზებია!" - წერს გიორგი კეკელიძე.