ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის საკუთარ ყოველდღიურობას გამომწერებს ხშირად უზიარებს. განსაკუთრებულ მოწონებას კი ნინოს სტილი და მისი გემოვნებიანი გარდერობი იმსახურებს.
ნინო უკვე წლებია, სამედიცინო სფეროში საქმიანობს და მისი მეუღლე ცნობილი პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვია. წყვილს ორი შვილი ჰყავს. უფროსი, ბაია კუზანოვა, მამის გზას აგრძელებს და თავადაც პლასტიკური ქირურგია. ბაიას ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს, რომელიც ბებიასთან და ბაბუასთან დროს ხშირად ატარებს.
"მოვა დრო და მე, უკვე ღრმად მოხუცებულს უკვე დიდი კაცი, ჩემი შვილიშვილი გამასეირნებს რუსთაველზე წინასაახალწლოდ..." - ნინო ნადირაძე შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს
"ბებია და ბაბუა" - კუზანოვების ოჯახური იდილია და ნინო ნადირაძე ბებიის ამპლუაში
„საერთოდ, ვფიქრობ, რომ გენეტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მშობლისთვის მთავარია, კარგად გაიცნო შენი შვილი. არ უნდა შეუდგე მისი ფუნდამენტური ხასიათების გადაკეთებას. შეეცადო, რაც კარგი აქვს, ის წინ წამოიღო. ხანდახან გამირბის ხოლმე შენიშვნები. დედაჩემი ძალიან მაკომპლექსებდა, ეს არ გივარგა და ის არ გივარგაო…
ჩემს შვილებთან მუდმივი კონტაქტი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, საკუთარი თავი ზედმეტად არ მოვახვიო. მე ვზრდიდი ჩემს შვილებს განსხვავებულად, ვიდრე ჩემი მშობლები მზრდიდნენ. მშობლებმა გამხადეს მაქსიმალისტი, არ შემიძლია ჩემზე ვიფიქრო, ჯერ სხვაზე უნდა ვიფიქრო. პირველი შვილი ვიყავი და ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებდი მე… კითხვას რომ მისვამს ჩემი მეუღლე, სად ხარო, ან შვილები მეკითხებიან, დღემდე არ მიყვარს. ადამიანის ბუნება ბნელით არის მოცული და ვერ გააკონტროლებ. თუ ჩათვლი საჭიროდ, რომ აკონტროლო, თუ რამის დამალვა უნდა, უფრო დაგიმალავს. ყველაფერს ვაკეთებდი შვილების ნდობის მოსაპოვებლად. ჩემი დასჯა არის ჩემი სიგრილე. სამსახურშიც იგივე მეთოდი მაქვს. იმდენად თბილი და მოსიყვარულე ვარ, დიდი დასჯაა, როცა დისტანცირდები და ვეღარ ხედავ იმ ადამიანს…
ჩემს შვილებს შორის შვიდი წელია განსხვავება. პირველად რომ გავხდი დედა, ოღონდ ვინმეს დაეტოვებინა, სადმე წაეყვანა, ვცდილობდი, ინსტიტუტიდან გვიან მოვსულიყავი. ივიკოზე მასე არ ვიყავი. შვილიშვილზე მზად ვარ, ყველაფერი დავტოვო და სულ ხელში მყავდეს აყვანილი. ფეთიანობა გადმოვაღვარე ამ ბავშვს და ვხვდები, რომ ზედმეტებში გადავდივარ…“ - ამბობდა ნინო.
ამჯერად ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს: