სალომე ბაკურაძე უკვე წლებია, რაც აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე, თუმცა მსმენელს თავი პირველი გამოჩენისთანავე შეაყვარა.
სალომეს შემოქმედებით ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს “ნუცას სკოლას”, “ჯეოსტარს”, “ბრავოს”.
“ნუცას სკოლა” ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველად შევეხე ტელევიზიას, იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ ეკრანზე მყავდა ნანახი. უცებ აღმოვჩნდი შიდა სამზარეულოში, მათგან რჩევებს ვიღებდი. ამ პროექტმა დამაყენა იმ ტალღაზე, რომ ნამდვილად უნდა გამეგრძელებინა ეს საქმიანობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, “ნუცას სკოლაში” მნახა კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ და მე და ნოდიკო ტატიშვილი მის კვინტეტში მოვხვდით.
“ჯეოსტარის” პერიოდში დიდი როლი ითამაშეს იმ ადამიანებმა, რომლებიც მაშინ “რუსთავი 2”-ზე ამ გადაცემაზე მუშაობდნენ და პედაგოგებმა – მარინა ბერიძემ, მანანა მორჩილაძემ, ლანა ქუთათელაძემ, ნინო ჩაჩავამ. “ბრავო” იყო 2010 წელს, ამ კონკურსში გამარჯვება ჩემთვის უდიდესი ტიტული იყო", - ამბობდა სალომე.
"ვაიმე, რა გამხდარი გოგოაო, ჩემზე ვერ იტყვიან, მაგრამ ამით ხასიათს არ ვიფუჭებ. შემიძლია, სამოსი ისე მოვირგო, რომ მე მომიხდეს…“ - სალომე ბაკურაძე
"ჩემო ცა, დაბადების დღეს გილოცავ, ადამიანო... დიდხანს ჯანმრთელი და ბედნიერი ჩამეხუტე" - სალომე ბაკურაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
ერთ-ერთ ინტერვიუში იმაზეც საუბრობდა, რომ სიმღერა ყველაზე რთულ პერიოდებთან გამკლავებაშიც ეხმარება. სწორედ მუსიკა გადაატანინა მამის გარდაცვალება:
„მამა 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ ათი წლის ვიყავი. ოჯახს მძიმე პერიოდი ჰქონდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა უფრო გააქტიურდა, რადგან ჩემი სიმღერა ის იყო, რაც მამას ყველაზე მეტად ახარებდა. თავად სიმღერას თავი დაანება. 37 წლის ასაკში ქმრის გარდაცვალების მერე ხმა საერთოდ წაერთვა. ამ ტრაგედიის შემდეგ დედას სიმღერაც დამთავრდა, ცხოვრებაც და მთლიანად შვილებზე გადმოერთო. ასე რომ, რაც მამას გაუხარდებოდა, დედამ ის გააკეთა, მიმიყვანა კოტე და ირმა მალანიების სტუდიაში, სადაც ფანტასტიკური პედაგოგები მასწავლიდნენ…“ - იხსენებს სალომე ბაკურაძე.
სალომე მეუღლე ლაშა ბასლანძეა. მათი სიყვარულის ამბავი ლაშას და სალომეს სიყვარულის ამბავი ქობულეთში დაიწყო და ქორწინებით დაგვირგვინდა. წყვილს ერთი შვილი, სანტი ჰყავს.
ამჯერად სალომე მეუღლესთან ერთად ჟურნალ OK!-ისთვის გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს: