ნანიკო ხაზარაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის უკვე წლებია, რაც ტელეეკრანებზე აქტიურად ჩანს და კარიერის მანძილზე არაერთი გადაცემის წამყვანიც ყოფილა. ნანიკო საკუთარ ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებს სოციალურ ქსელშიც ხშირად უზიარებს.
მას შემდეგ, რაც პირველი ქორწინება ლევან ნუცუბიძესთან განქორწინებით მალევე დასრულდა (ტელეწამყვანს მისგან ქალიშვილი ლილუ ნუცუბიძე ჰყავს), პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე. მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.
ამჯერად ნანიკო ქორწილთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"მე ვიყავი პირველი ინფლუენსერი... ასე გამოდის. აი, ეს ქორწილი გამიკეთა კომპანიამ “ულტრა ივენთ”, მე მხოლოდ ჩასაცმელზე ვიზრუნე. იმ დღეს ჩვენც სტუმრად მივედით ჩვენივე ქორწილში. არ ვიცოდით, რა დაგხვდებოდა. ასეთი წვეულებები არ იმართებოდა იმ დროს საქართველოში.
ქორწილი ღია ცის ქვეშ, “16 რაუნდის” ტერიტორიაზე იყო. საოცარი დეკორაცია, იმ დროისთვის უცნაური საჭმელები და ალკოჰოლი მხოლოდ “აბსენტი”( გადასარევად გაერთო ყველა), იყო ფეიერვერკი! საჩუქრად სასტუმრო მეტეხის ორდღიანი ვაუჩერი გვაჩუქეს! გარდა ამისა, იმდენი საჩუქარი მივიღეთ, ხალხო, რომ სახლში ძლივს მივიტანეთ... საოცრება იყო. პატარა @kahaberiofficial, @stephanemgebrishvili და @darsmelidze_ გვიმღეროდა მთელი საღამო და არამარტო. მოკლედ, ასეთი მაგარი ქორწილი, მგონი, არავის ჰქონია! მადლობა, ნინო და თამუნა.
ეს კომპანია მალევე გაქურდეს და ჩვენი ქორწილის ყველა ფოტო-ვიდეომასალაც გაქრა. კიდევ კარგი, ქორწილს გადაცემა “ამბობენ” და პირადად @burdgu იღებდა, თორემ არც ეს მასალა გვექნებოდა. მადლობა თეა გვასალიას, ყველა ამას აზიარებს და გავაზიარებ მეც" - წერს ნანიკო ხაზარაძე.