პარიზში ახლახან დასრულდა მოდის კვირეული და პოდიუმზე წარმოდგენილი საინტერესო ტექნიკებისა და იდეების ცხოვრებაში გადმოტანა ინფლუენსერებმა უკვე დაიწყეს. თუმცა წელს წარმოდგენილი ტრენდული მაკიაჟის შესაქმნელად დაგჭირდებათ მხოლოდ თავის მოვლის რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც ყველას კოსმეტიკურ ჩანთაში მოიპოვება.
გენეტიკურად იღბლიანები - ცნობილი სახეები იდეალური კანის საიდუმლოებებს აზიარებენ
ვინ იფიქრებდა, რომ თმის კონდიციონერისგან ბევრად მეტი სარგებლის მიღება შეგიძლიათ, თუ მას შამპუნის შემდეგ კი არა, არამედ მანამდე გამოიყენებთ - თმის მოვლის ერთი მარტივი წესი
Dior Beauty-მ აჩვენა, თუ როგორ უნდა გამოკვეთოთ საკუთარი ხასიათი მაკიაჟის საშუალებით. დელიკატური მაკიაჟის მიმდინარე ტრენდში ცენტრალური ადგილი უკავია ეთერულ კანს, რომელიც ფაქტობრივად, ქმნის საფუძველს განსაცვიფრებელი და დახვეწილი მაკიაჟისთვის. როგორც ვხედავთ, 2024 წელს გლუვი კანი სუფთა და მბზინავი ელფერით კვლავ დომინირებს. ამ ეფექტის მისაღწევად თქვენ უნდა გამოიყენოთ მინიმალური რაოდენობით ტონალური კრემი და კორექტორი - ეს ხაზს უსვამს კანის ბუნებრივ სილამაზეს და ბზინვარებას.
შემდეგ გადავდივართ მთავარ აქცენტზე - თვალებზე. გამოდის, რომ ეს მაკიაჟი მხოლოდ ორი ნაწილისგან შედგებოდა: მუქი თვალის ლაინერი წამწამების ქვედა ხაზის გასწვრივ და ოქროსფერი ჩრდილები.
რაც შეეხება ტუჩებს, საქმე კიდევ უფრო მარტივია: ვიზაჟისტებმა გამოიყენეს Rouge Dior 000, დამატენიანებელი და სრულიად გამჭვირვალე ბალზამი - ეს ყველაფერი ნაზ და ჰაეროვან იერს მოგანიჭებთ.