ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი 1987 წლის 21 ივნისს დაბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პოპულარული პიანისტია.
განათლება
ხატია ბუნიათიშვილი სწავლობდა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში". იყო ე. ლეონსკაიას სტიპენდიანტი; თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვენაში საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში.
2004 წელს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ამჟამად კი ვენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია.
კარიერა
1999 წლიდან არაერთი კონცერტი გაუმართავს ავსტრიაში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, დანიაში, უკრაინაში, ისრაელსა და აშშ-ში. მისი კონცერტები იმართებოდა ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა: კარნეგი-ჰოლი (ნიუ-იორკი), პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმში, მუსიკის ნორმალური სკოლა და სხვა.
მონაწილეობდა ისეთ მნიშვნელოვან ფესტივალებში, როგორიცაა: „Verbier Festival“, „Progetto Martha Argerich“, „Menuhin Festival Gstaad“, „Sommets Musicaux de Gstaad“, „Musicales de Compesières“, გიდონ კრემერის „Internationales Kammermusikfest Lockenhaus“ ...
ჯილდოები
"დედა, შვილი და შვილიშვილი" - ხატია ბუნიათიშვილის კადრები დედასთან და ქალიშვილთან, პატარა შარლოტასთან ერთად
საფრანგეთის პრეზიდენტი, პირველი ლედი და რიანა - ხატია ბუნიათიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს
- 2012 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- 2008 - ა. რუბინშტეინის სახელობის XII საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი(ისრაელი, თელ–ავივი), III პრემია, სპეციალური პრიზი შოპენის IV ბალადის საუკეთესო შესრულებისათვის, პრიზი მსმენელის სიმპათია
- 2005 - თბილისის პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსი, II პრემია და ჯილდო "არტისტიზმისათვის"
- 2003 - ვ. ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა შემსრულებელთა კონკურსი(კიევი), სპეციალური პრიზი
პირადი
ცნობილი პიანისტის პირადი ცხოვრება ყოველთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს, რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში ხატიასა და ცნობილი ინგლისელი მსახიობის, ორლანდო ბლუმის ფოტოები გავრცელდა... მაშინ ყველა წერდა მათი რომანის შესახებ. მსახიობმა ხატიას პარიზშიც ჩააკითხა, ამბობდნენ რომ ურთიერთობა სერიოზული იყო... თავად პიანისტს პირად ცხოვრებაზე არასდროს უსაუბრია.
გასული წლის 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუმხილა, რომ ის ორსულად იყო. 7 ივნისს კი მან ქალიშვილის, შარლოტას პირველი ფოტო გამოაქვეყნა. "ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა" - დაწერა ხატიამ. "შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით" - თქვა ხატიას დედამ, ნატალი ბუნიათიშვილმა.
- ვინ არის ხატია ბუნიათიშვილის რჩეული, ამაზე პიანისტი საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა პარტნიორთან ერთად გადაღებული ოჯახური კადრები გამოაქვეყნა.