ფოტო: შვილთან შეხვედრის პირველი, ყველაზე ემოციური წუთები - რუსკა ქარქაშაძე დედა გახდა: რა დაარქვეს პატარას - Marao

ფოტო: შვილთან შეხვედრის პირველი, ყველაზე ემოციური წუთები - რუსკა ქარქაშაძე დედა გახდა: რა დაარქვეს პატარას

2024-02-14 13:35:47+04:00

რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

"ულამაზესი ფეხმძიმე" - კადრები უმშვენიერესი რუსკა ქარქაშაძის საორსულო ფოტოსესიიდან 

  • რუსკა ქარქაშაძის ქორწილი

8 ივნისს რუსკა ქარქაშაძისა და ლაშა მოწონელიძის ქორწილი გაიმართა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის: ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგნარი, გიორგი გასვიანი, მარიტა მელიქიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიგა უჩუვატოვი, დალი ჩიტალაძე, გიო ხუციშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და სხვ.

  • „ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნით, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ შევ­ხვედ­რილ­ვართ. სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. სულ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, თვა­ლი გა­ვა­ყო­ლე, ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რა­ღაც. იმ დღის მერე სულ ერ­თად ვართ, პა­უ­ზა არ გვქო­ნია. ჩემ­ზე უფ­რო­სია, 32 წლი­საა. ძა­ლი­ან მა­ბა­ლან­სებს, სა­ერ­თოდ არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. თა­ვად არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პი­რა­დი სივ­რცე ჰქონ­დეს.

ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას. თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“, -  ამბობდა მსახიობი. მისივე თქმით, ლაშა ბიზნესის სფეროშია.

„ლაშა 32 წლისაა, მე - 20-ის, ეჭვიანობის მიზეზი არ მაქვს“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლესა და ქორწილზე კითხვებს პასუხობს 

სა­ერ­თოდ არ მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ რომ­ში ხელს მთხოვ­და. ვე­რა­ფერს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვერ ვამ­ჩნევ­დი. უბ­რა­ლოდ, ცოტა დაბ­ნე­უ­ლი იყო. 20 წლის ვარ და არა­სო­დეს ვე­ლო­დე­ბო­დი პრინცს, ამას სულ ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი. ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი ისე ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და."

  • რუსკა ქარქაშაძე დედის ამპლუაში 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე პირველ შვილს ელოდებოდნენ, ახლახან კი რუსკამ დაწერა, რომ ის უკვე დედაა. პატარას ზუკა დაარქვეს. მსახიობმა შვილთან შეხვედრის პირველი ემოციური წუთები მეგობრებსაც გაუზიარა.