-
სოფო ნიჟარაძის პირადი ცხოვრება
სოფო ნიჟარაძემ საზოგადოების ყურადღება პირადი ცხოვრების გამო არაერთხელ მიიპყრო. მისი და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ თქვა კიდეც, რომ მისი ცხოვრება მთლიანად სოფო ნიჟარაძეს უკავშირდება, თუმცა ამ თემაზე თავად სოფოს არასდროს უსაუბრია. ამჯერად მომღერალმა სოციალურ ქსელში ახალი კადრები გამოაქვეყნა. მან სიყვარულის დღესთან დაკავშირებით წითელი ვარდების თაიგული მიიღო.
სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. ის არის ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. სოფომ შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2005 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა „ახალ ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო.
ვიდეო: ემოციური შესრულება - სოფო ნიჟარაძის მიერ ნამღერი "ბედის ბორბალი ტრიალებს" დიდ მოწონებას იმსახურებს
2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.
- სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო, ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა (ქეთი ნიკოლეიშვილი) და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა (კახაბერ ნიჟარაძე) ინჟინერი იყო.
2020 წლის 2 ივნისს სოფო ნიჟარაძესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეეძინათ საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს.
"დაბადების დღეს გილოცავ, დედოფალო" - სოფო ნიჟარაძე 38 წლის გახდა: მომღერლის წარმატებული კარიერა, ხმაურიანი ცხოვრება და ოჯახი
„მთავარი არხის“ საახალწლო ეთერში სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებულმა სიმღერამ Ancora ფურორი მოახდინა. ვიდეოს სოციალურ ქსელში 1 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. სოფო ნიჟარაძის ნამღერი საკუთარ გვერდზე განათავსა თავად სიმღერის ავტორმაც, ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა კრისტიანო მარჯიოლიომაც.