14 თებერვალს მეორე ნახევართან ერთად გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში არაერთმა ცნობილმა სახემ გამოაქვეყნა, ზოგიერთმა მათგანმა სიყვარული საჯაროდაც გამოხატა. ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის წყვილს კი განსაკუთრებული სიურპრიზი შვილმა, ვაჩემ მოუწყო. ვაჩეს ფერადი ქაღალდებისგან დამზადებულმა დეკორაციებმა და წერილმა მშობლებისთვის დიდი მოწონება დაიმსახურა.
- ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის ოჯახი
ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.
"შენნაირი სტილი იშვიათია" - ანუკი არეშიძის ახალმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა
ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს:
- “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.
მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ – ამბობდა ანუკი.
"ეს არის ჭრილობა, რომელიც სანამ ვცოცხლობ, ჩემს გულში იქნება... ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემს მშობლებს ჩემი საქციელით, ჩემი კაცობით, შევუმსუბუქო ცხოვრება" - კახა კალაძე გარდაცვლილი ძმის და მის ოჯახში დატრიალებული ტარგედიის შესახებ
"სიყვარული ნიშნავს ზრუნვას" - კახა კალაძე მეუღლეს ვარცხნილობის გაკეთებაში ეხმარება: რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.
როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
ანუკი გამორჩეული სტილის გამო მოდურად ჩაცმის მოყვარულების ინსპირაციის წყაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და უკრაინაშიც იქცა.