რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
ლაშა მოწონელიძე
8 ივნისს რუსკა ქარქაშაძისა და ლაშა მოწონელიძის ქორწილი გაიმართა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის: ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, ოთო ფოლადაშვილი, ჯულიანა ბარგნარი, გიორგი გასვიანი, მარიტა მელიქიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიგა უჩუვატოვი, დალი ჩიტალაძე, გიო ხუციშვილი, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები და სხვ.
„ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ მანამდე არ შევხვედრილვართ. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. სულ ვამბობ, რომ როდესაც დავინახე, თვალი გავაყოლე, ეგრევე ვიგრძენი რაღაც. იმ დღის მერე სულ ერთად ვართ, პაუზა არ გვქონია. ჩემზე უფროსია, 32 წლისაა. ძალიან მაბალანსებს, საერთოდ არ არის ეჭვიანი. თავად არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მნიშვნელოვანია, პირადი სივრცე ჰქონდეს.ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას. თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“, - ამბობდა მსახიობი. მისივე თქმით, ლაშა ბიზნესის სფეროშია" - ამბობდა რუსკა.
- ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსკა ქარქაშაძე და ლაშა მოწონელიძე პირველ შვილს ელოდებოდნენ, ახლახან კი რუსკამ დაწერა, რომ ის უკვე დედაა. პატარას ზუკა დაარქვეს. მსახიობმა შვილთან შეხვედრის პირველი ემოციური წუთები მეგობრებსაც გაუზიარა. ამჯერად კი რუსკა პირველ ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს:
წითელი ვარდების თაიგული და რომანტიკული კადრები - რა ფოტოები გამოაქვეყნა სოფო ნიჟარაძემ სიყვარულის დღეს
როგორ აღნიშნეს ვალენტინობა ცნობილმა ქართველმა წყვილებმა