ვინ არის ქრისტინა ცირეკიძე: მოდელი, რომელიც 2015 წელს Vogue-ის გარეკანზე მოხვდა და რუსეთს სამშობლოდ მოიხსენიებს - "2005 წლის ჩვენებაზე მან საზოგადოება შოკში ჩააგდო" - Marao

ვინ არის ქრისტინა ცირეკიძე: მოდელი, რომელიც 2015 წელს Vogue-ის გარეკანზე მოხვდა და რუსეთს სამშობლოდ მოიხსენიებს - "2005 წლის ჩვენებაზე მან საზოგადოება შოკში ჩააგდო"

2024-02-15 13:56:19+04:00

ქარ­თვე­ლი მო­დე­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა უცხო­ეთ­ში მე­დი­ას ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არა­სო­დეს რჩე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბოლო თვე­ე­ბია ხში­რად ვწერთ მა­ტილ­და გვარ­ლი­ან­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლია ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ. ახ­ლა­ხან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი ნი­დერ­ლან­დუ­რი Vogue-ის 2024 წლის მარ­ტის ნომ­რის გა­რე­კან­ზე მოხ­ვდა. ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლია, რო­მე­ლიც Vogue-ის გა­რე­კან­ზე გა­მოჩ­ნდა.

 

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია, რომ რე­ა­ლუ­რად პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი Vogue-ის გა­რე­კან­ზე მოხ­ვდა 2015 წელს, ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მო­დე­ლი ქრის­ტი­ნა ცი­რე­კი­ძეა.

თაკო ჩხე­ი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ქრის­ტი­ნა ცი­რე­კი­ძის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლის წარ­მა­ტე­ბა გა­უ­ხარ­დე­ბა. თა­კომ გა­იხ­სე­ნა ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი ეთო მიგ­რი­ა­უ­ლი, რო­მე­ლიც მისი სა­მო­დე­ლო სტუ­დი­ი­დან გახ­ლავთ, გო­გო­ნა 2021 წელს მო­დის ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის, ELLE-ის იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მის გა­რე­კან­ზე მოხ­ვდა.

 

  •  ვინ არის ქრის­ტი­ნა ცი­რე­კი­ძე

მას­ზე ინ­ტერ­ნეტ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა რთუ­ლია. და­ი­ბა­და 1983 წელს. წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს უცხოვ­რია. მამა - გე­ნა­დი ცი­რე­კი­ძე, წარ­მო­შო­ბით ტყი­ბუ­ლი­და­ნაა, ხოლო დედა - ან­ტო­ნი­ნა ცი­რე­კი­ძე კი, უკ­რა­ი­ნი­დან.

მო­დე­ლის დედა კი მოს­კოვ­ში ცნო­ბი­ლი ვი­ზა­ჟის­ტია. ხოლო და, დი­ა­ნა ცი­რე­კი­ძე, პო­პუ­ლა­რუ­ლი როკ-ჯგუ­ფის Prinzessa Avenue წევ­რია, სა­დაც მღე­რის და უკ­რავს გი­ტა­რა­ზე.

ლუი ვი­ტო­ნი, ჯონ გა­ლი­ა­ნო, ივ სენ ლო­რა­ნი - ეს იმ ბრენ­დე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­თა­ნაც ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი თა­ნამ­შრომ­ლობ­და

გო­გო­ნა თავ­და­პირ­ვე­ლად უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობ­და დე­დას­თან ერ­თად, შემ­დეგ კი მა­მას­თან გა­და­ვი­და მოს­კოვ­ში.

  • "ჩემი ერ­თა­დერ­თი, არა­სო­დეს წყვეტს ჩემ გა­ო­ცე­ბას“ - წერს მა­მა­ზე მო­დე­ლი და მას­თან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

 

ქრის­ტი­ნამ სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა 14 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. პირ­ვე­ლად კას­ტინგზე მოს­კოვ­ში მი­ვი­და, ზუს­ტად ორ კვი­რა­ში, პა­რიზ­ში გა­ემ­გზავ­რა და მო­დე­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სკო­ლაც იქ და­ამ­თავ­რა.

მამა თავ­და­პირ­ვე­ლად შვი­ლის მო­დე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, თუმ­ცა გო­გო­ნას ისე­თი თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად, რომ მისი სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რის აწყო­ბა­ში თით­ქმის მთე­ლი ოჯა­ხი ჩა­ერ­თო.

წაიკითხეთ სრულად