"მიყვარხარ სამუდამოდ" - დავით იმედაშვილი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს - Marao

"მიყვარხარ სამუდამოდ" - დავით იმედაშვილის მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2024-02-15 14:47:34+04:00

ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი. მისი ცნობილი ნამუშევრებია  „ოცნების ქალაქი“ (2009) და „ვისი სული გსურს“ (2016). აგრეთვე არის ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი თრილერის, „აგვისტოს 5 დღე“ აღმასრულებელი პროდიუსერი.

დავით იმედაშვილი დაიბადა თბილისში, 1979 წლის 23 აპრილს. 2004 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორი ფაკულტეტი.

წითელი ვარდების თაიგული და რომანტიკული კადრები - რა ფოტოები გამოაქვეყნა სოფო ნიჟარაძემ სიყვარულის დღეს 

"ბიჭი ჯობია თუ გოგო?" - ნანიკო ხაზარაძე ყოფილ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს 

კარიერა

პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი — „ოცნების ქალაქი“, 2009 წელს გადაიღო. 2016 წელს მისი რეჟისურით ეკრანებზე ახალი რომანტიკული კომედია და ფენტეზი — „ვისი სული გსურს“ გამოვიდა.

2011 წელს იყო ქართულ-ამერიკული თრილერი ფილმის „აგვისტოს 5 დღე“ აღმასრულებელი პროდიუსერი, რომელშიც მონაწილეობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ენდი გარსია, ველ კილმერი, რუპერტ ფრენდი და სხვები.

დავით იმედაშვილს 3 ქორწინებიდან 4 შვილი ჰყავს. რეჟისორის მეუღლეა ტელეწამყვანი ანა იმედაშვილი. ანა და დავით იმედაშვილები ამ ეტაპზე ამერიკაში ცხოვრობენ და იქ საქმიანობენ. ოჯახურ კადრებს კი სოციალურ ქსელშიც აზიარებენ.

ვალენტინობას სოციალურ ქსელში არაერთმა ცნობილმა სახემ გამოაქვეყნა მეორე ნახევართან ერთად გადაღებული ფოტო-ვიდეო. ისინი საყვარელ ადამიანებს საჯაროდ კიდევ ერთხელ გამოუტყდნენ სიყვარულში და არაერთი ლამაზი საჩუქარიც მიიღეს:

სხვა წყვილებს არც დავითი და ანა ჩამორჩნენ და სოციალურ ქსელში სიყვარულის დღე განსხვავებულად მიულოცეს ერთმანეთს: