" სე­ზონ­ზე რაც შე­მო­დის, ყვე­ლა­ ხილს სა­ხე­ზე ვი­დებ... სა­ხე­ზე ხში­რად ვი­დებ კვერ­ცხის გუ­ლის, ზე­ი­თუ­ნის ზე­თის და თაფ­ლის ნი­ღაბს" - ნატა ბერეჟიანი ორსულობასა და თავის მოვლაზე - Marao

" სე­ზონ­ზე რაც შე­მო­დის, ყვე­ლა­ ხილს სა­ხე­ზე ვი­დებ... სა­ხე­ზე ხში­რად ვი­დებ კვერ­ცხის გუ­ლის, ზე­ი­თუ­ნის ზე­თის და თაფ­ლის ნი­ღაბს" - ნატა ბერეჟიანი ორსულობასა და თავის მოვლაზე

2024-02-15 14:57:31+04:00

მსახიობი ნატა ბერეჟიანი ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ერთ-ერთ სახასიათო და დასამახსოვრებელ როლს ასრულებდა. მას შემდეგ ის არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, განსაკუთრებული ინტერესის საგანი კი მისი ოჯახი და პირადი ცხოვრებაა.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობი მეორე შვილს ელოდება. მან ფოტოები საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და მეგობრებისგან გულთბილი მილოცვებიც მიიღო. 

„რა მაგარი ბიჭია“- ვინ არის მსახიობ ნატა ბერეჟიანის ვაჟი, რომელსაც გამორჩეული სტილი აქვს 

ვარსკვლავების "ბეიბი ბუმი" - ოთხი უმშვენიერესი ქართველი ქალი, რომლებიც ბავშვს ერთდროულად ელოდებიან 

ნატა ბერეჟიანს ერთი ვაჟი, დათუნა ჰყავს: „დათუნა 22 წლის ასაკში გამიჩნდა. დედობა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მოვლენაა, რომელსაც არ ვნანობ და დარწმუნებული ვარ, რომ არ შევცდი. ადამიანს ყველაფერში შეიძლება ეჭვი შეგეპაროს - პროფესიის არჩევაში, სახლის შეძენაში, თუნდაც შენი მეორე ნახევრის არჩევაში... დედობა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის დანარჩენი უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია“ - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

პირ­ვე­ლი შვი­ლის გაზ­რდა­ში ნა­ტას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ახლა კი გეგ­მავს, რომ გო­გო­ნა თა­ვად გა­ზარ­დოს და სა­დაც სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ყველ­გან თან ატა­როს, უნდა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად დიდი დრო და­უთ­მოს შვილს, ისე, რომ სა­კუ­თარ საქ­მე­საც არ მო­წყდეს.

- ნატა, პირ­ველ­მა ორ­სუ­ლო­ბამ იმოქ­მე­და თქვენს წო­ნა­სა და ფი­გუ­რა­ზე?

- ბევ­რი მო­ვი­მა­ტე. სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ მი­ვე­დი, 100 კილო ვი­ყა­ვი. იმ პე­რი­ოდ­ში სარ­კე­ში რომ ვი­ხე­დე­ბო­დი, სულ მე­ტი­რე­ბო­და. ბავ­შვის გა­ჩე­ნის დღი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად და­ვი­წყე ვარ­ჯი­შებ­ზე სი­ა­რუ­ლი. ჩვი­ლი­ან დე­დებს შე­დე­დე­ბულ რძეს და ორ­ცხო­ბი­ლებს ურ­ჩე­ვენ, თით­ქოს რძეს უმა­ტებს მკერ­დში. სი­სუ­ლე­ლეა! თუ რძე აქვს დე­დას, აქვს, თუ არა­და - არა! მე­ნი­უ­დან კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბი ამო­ვი­ღე. და­თუ­ნა 3 თვი­საც არ იყო, ორ­სუ­ლო­ბამ­დე რა წო­ნი­საც ვი­ყა­ვი, იმა­ზე ნაკ­ლებს რომ ვი­წო­ნი­დი.

- ეკ­რან­ზე ხში­რად მა­კი­ა­ჟის გა­რე­შე ჩნდე­ბით. ცხოვ­რე­ბა­შიც არ ხმა­რობთ კოს­მე­ტი­კას?

- ეკ­რან­ზე მაქვს მა­კი­ა­ჟი, ოღონდ მსუ­ბუ­ქი, სა­ეკ­რა­ნო. ცხოვ­რე­ბა­ში კი ნამ­დვი­ლად არ მიყ­ვარს, მხო­ლოდ ტუშს ვი­ყე­ნებ. თუ სად­მე მივ­დი­ვარ, სა­დაც მა­კი­ა­ჟია სა­ჭი­რო, თვა­ლის ჩრდილს ვის­ვამ. არ მიხ­დე­ბა ისე­თი მა­კი­ა­ჟი, სა­დაც თვა­ლიც და ტუ­ჩიც ერ­თნა­ი­რად, მკვეთ­რად არის შე­ფე­რი­ლი.

სულ ვამ­ბობ, რომ მსა­ხი­ობს კა­ნის მოვ­ლის­თვის ცალ­კე უნდა ჰქონ­დეს თან­ხე­ბი გა­მო­ყო­ფი­ლი. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ კანს მო­ვუ­ა­რო. დამ­ცი­ნი­ან კი­დეც, ზა­ფხულ­ში სულ ხი­ლის ნიღ­ბებს რომ ვი­დებ. სე­ზონ­ზე რაც შე­მო­დის, ყვე­ლა­ფერს სა­ხე­ზე ვი­დებ. ვდგა­ვარ სარ­კეს­თან და ვაკ­ვირ­დე­ბი, თვალ­თან ნა­ო­ჭი ხომ არ გა­მიჩ­ნდა.

მოკ­ლედ, სა­ხის კანს ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი. გრიმს გა­და­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ვი­შო­რებ. გა­მო­რი­ცხუ­ლია მა­კი­ა­ჟით და­ვი­ძი­ნო. ფა­ქი­ზი კანი მაქვს და ზე­დი­ზედ რამ­დე­ნი­მე დღე თუ მის­ვია გრი­მი, უცებ მე­ტყო­ბა. კოს­მე­ტო­ლოგს 6 თვე­ში ერთხელ ვა­კი­თხავ და კანს ვიწ­მენდ.

 

- სახ­ლის პი­რო­ბებ­ში რო­გორ უვ­ლით თავს?

- ბევ­რად ვენ­დო­ბი ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით თა­ვის მოვ­ლას, მაგ­რამ არც კრე­მებს უარ­ვყოფ. სა­ხე­ზე ხში­რად ვი­დებ კვერ­ცხის გუ­ლის, ზე­ი­თუ­ნის ზე­თის და თაფ­ლის ნი­ღაბს. წინა თა­ო­ბას იმ­დე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და თა­ვის მოვ­ლის­თვის, რო­გორც ჩვენ, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მოვ­ლი­ლე­ბი იყ­ვნენ. სა­ხის კა­ნის­თვის მჭირ­დე­ბა მკვე­ბა­ვი, ლო­სი­ო­ნი, რო­მე­ლიც მა­კი­აჟს აშო­რებს, მა­კი­ა­ჟის ქვეშ წა­სას­მე­ლი კრე­მი, რო­მე­ლიც კანს იცავს და ასე შემ­დეგ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი საკ­მა­ოდ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ბევ­რი რომ მქონ­დეს, უფრო მეტს დავ­ხარ­ჯავ­დი ფრჩხი­ლის მოვ­ლის­თვის, თმის­თვის, კრე­მე­ბის­თვის. მი­მაჩ­ნია, რომ ქალ­მა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი უნდა და­ხარ­ჯო იმის­თვის, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე, ვგიჟ­დე­ბი თა­ვის მოვ­ლა­ზე, - ამბობდა ნატა ბერეჟიანი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.