გურამ ლომიძე და ხატია შამუგია ერთ-ერთი იმ წყვილთაგანი იყო, რომელზეც საზოგადოება ბევრს საუბრობდა. უამრავი ჭორი გავრცელდა მათი დაშორების შესახებაც.
„თამამად ვიტყვი, რომ ძალიან ვარსკვლავი ქმარი მყავდა, ამიტომ რთული იყო სადარბაზოში დაწერილი წარწერები, გოგონები, საჩუქრები… ამას მორალური სიძლიერე სჭირდება. ძალიან პატარები ვიყავით, როდესაც ოჯახი შევქმენით. ახლა მეცინება იმ ერთი პატარა მესიჯის გამო, რომელსაც ჩვენი ოჯახი შეეწირა, თუმცა სწორი გადაწყვეტილება იყო. ერთ შეცდომას მეორე მიემატება, მეორეს – მესამე და დასანგრევი ოჯახი მაინც დაინგრევა.
“ჩემი ცხოვრების აზრი და ჩემი სიყვარული 20 წლის გახდა... რა ბედნიერებაა, რომ ერთად აღვნიშნავთ ამ მნიშვნელოვან დღეს" - ხატია შამუგია შვილს დაბადების დღეს ულოცავს
"ბოლო წვეთი იყო პატარა ფლირტი, რომელიც არ ვაპატიე... სახლიდან რომ გადიოდა, ვეჭვიანობდი, ჩემი თავი აღარ მომწონდა; როცა ადამიანს არ ენდობი, ძალიან მძიმეა" - ხატია შამუგია პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს
ეს ძალიან დიდი სიყვარული, მეგობრული, ჩვენ შორის ახლა უფრო არის – მეტ პატივს ვცემთ ერთმანეთს. ამ ქვეყანაზე არ ვიცი, ვინ დადის გურამიკოზე ძვირფასი. ჩვენ სწორ დროს დავიშალეთ, სანამ მონასტერი ბოლომდე აირეოდა…“ - ამბობდა ხატია შამუგია.
"ხატია შამუგია ცოლად რომ მოვიყვანე, 20 წლის ვიყავი. ამ ურთიერთობას შეცდომას ვერ დავარქმევ, რადგან შვილი გვყავს, უკვე დიდი ბიჭია. თანაცხოვრების ორი წლის განმავლობაში ხატიას გაუჭირდა და ერთ-ერთმა ჩემმა ფლირტმა შეიწირა ჩვენი ოჯახი. ხატია დარწმუნებული იყო, რომ ვუღალატე, არადა, არ მიღალატია. მქონდა ოჯახის გადარჩენის მცდელობა, მაგრამ ასაკმაც იმოქმედა, პატარა ვიყავი. სხვა ქალისკენ გახედვა არ მაპატია ხატიამ" - ამბობდა გურამი.
- ამჯერად ისინი "ფორტუნას" ეთერში ერთმანეთის შეკითხვებს პასუხობენ:
ხატია: ძალიან იშვიათია და ძალიან ვამაყობ, რომ ჩვენ მეგობრები ვართ.
გურამი: მშობლების დაშორების პერიოდი ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება. ამიტომ, აუცილებელია მშობლებმა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ.
ხატია: დაშორებული მშობლების ბავშვის ფსიქიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ დედაც და მამაც ბედნიერები იყვნენ.
გურამი: ჩვენი დაშორების მიზეზი შენი ეჭვიანობა გახდა, რომელიც უსაფუძვლო იყო. ჩემი მხრიდან ღალატი ნამდვილად არ ყოფილა.
ხატია: მე მჯერა, რომ არ გიღალატია, მაგრამ ფლირტი გქონდა. როცა ადამიანს სხვასთან ურთიერთობის სურვილი უჩნდება, ეს ნიშნავს, რომ მას შენთან ურთიერთობა აღარ უნდა.