კარბონარა - რეცეპტი „ევროპროდუქტისგან“ - Marao

კარბონარა - რეცეპტი „ევროპროდუქტისგან“

2024-02-16 11:11:07+04:00

კარბონარა იტალიური სამზარეულოს ერთ-ერთი ვარსკვლავია. ეს კერძი ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მისი უამრავი განსხვავებული რეცეპტი არსებობს, დღეს კი სუპერმარკეტების ქსელი „ევროპროდუქტი“ გთავაზობთ კარბონარას მარტივ რეცეპტს, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

გაითვალისწინეთ, რომ კერძი არ არის სამარხვო და ვეგანური და მასში შედის ხორცპროდუქტები.

კარბონარას მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ან უმარილო კარაქი
  • 150 გრ სქლად დაჭრილი ბეკონი
  • 1-2 კბილი ნიორი 
  • 3-4 კვერცხი
  • 1 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
  • 1 შეკვრა სპაგეტი ან თქვენი ფავორიტი მაკარონი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების ინსტრუქცია:

თასში ათქვიფეთ 2 მთლიანი კვერცხი, 2 კვერცხის გული და პარმეზანი. მიღებულ მასას მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და შავი პილპილი.

ქვაბით აადუღეთ წყალი. ამასობაში გააცხელეთ ზეთი დიდ ტაფაზე, დაუმატეთ ბეკონი და მოშუშეთ, სანამ არ მივა ხრაშუნის კონსისტენციამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ.

ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მაკარონი და ხარშეთ, ალ დენტეზე ოდნავ მეტად. სანამ მაკარონი მომზადდება, ხელახლა გააცხელეთ ბეკონი ტაფაში. გადმოიღეთ 1 ჭიქა მაკარონის წყალი, შემდეგ გადაწურეთ მაკარონი და გადაიტანეთ ტაფაზე. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ ერთი წუთის განმავლობაში.

მაკარონის ცარიელ ქვაბში გადმოიტანეთ მაკარონი და ბეკონი. დაუმატეთ ყველის და კვერცხის მიქსი, დაამატეთ ცოტა მაკარონის წყალი, თუ დასჭირდა კრემისებური ტექსტურის მისაღებად. მოაყარეთ ცოტაოდენი გახეხილი პარმეზანი და წიწაკა. 

მიირთვით გადმოღებისთანავე. 

R