„იმ დროის გოგონებისგან გამორჩეულად ლამაზი იყო, მაგრამ ქმრის მოთხოვნით, უარი თქვა კინოში გადაღებაზე, მუდმივად სახლში იყო, ფერმა ჰქონდა და ძროხებსაც უვლიდა...“ - ქართული კინოს მშვენების, ხათუნა კოტრიკაძის ცხოვრების საინტერესო მომენტები - Marao

„იმ დროის გოგონებისგან გამორჩეულად ლამაზი იყო, მაგრამ ქმრის მოთხოვნით, უარი თქვა კინოში გადაღებაზე, მუდმივად სახლში იყო, ფერმა ჰქონდა და ძროხებსაც უვლიდა...“ - ქართული კინოს მშვენების, ხათუნა კოტრიკაძის ცხოვრების საინტერესო მომენტები

2024-02-16 12:43:04+04:00

15 თე­ბერ­ვალს 68 წლის ასაკ­ში ქარ­თუ­ლი კი­ნოს მშვე­ნე­ბა, მსა­ხი­ო­ბი ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. პო­პუ­ლა­რო­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 15 წლის ასაკ­ში მო­ვი­და, როცა ფილმში ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე გა­და­ი­ღეს...

სულ სამ ფილმში ითა­მა­შა და მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზით და გულ­წრფე­ლო­ბით თავი სა­მუ­და­მოდ და­ა­მახ­სოვ­რა, მაგ­რამ კი­ნო­დან მა­ლე­ვე ასე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაქ­რა... არ­ტის­ტო­ბა­ზე უარი მე­უღ­ლის, ფეხ­ბურ­თელ და­ვით გო­გი­ას თხოვ­ნით თქვა, თუმ­ცა სა­ჯა­რო­ო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი თა­ვა­დაც არ ყო­ფი­ლა. თვალ­თა­ხედ­ვის არიდან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაქ­რა, მაგ­რამ მა­ინც დარ­ჩა - ასე­თი ბედი ბევ­რს არ ჰქო­ნია...

  • "პა­ტა­რა კი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჯერ სკო­ლის ფორ­მა­ში მახ­სოვს მისი ფო­ტო­ე­ბი, როლ­ზე რომ დამ­ტკიც­და ამ კა­ბა­ში. თემო ფეხ­ბურთს მე­თა­მა­შე­ბო­და, ხა­თუ­ნა კი ადა­მი­ა­ნად არ მთვლი­და. "მე­თხუთ­მე­ტე გა­ზა­ფხუ­ლი" - ბი­ძა­ჩე­მის, სოსო ჩხა­ი­ძის მე­ო­რე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი იყო და ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძის­თვის პირ­ვე­ლი კი­ნო­ნა­მუ­შე­ვა­რი" - და­წე­რა ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე და­ვით ცხა­და­ძემ.

 

  • ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძე

 - ხა­თუ­ნას დე­ბი­უ­ტი კი­ნო­ში ბი­ძა­ჩე­მის, სოსო ჩხა­ი­ძის მე­ო­რე ფილმში "მე­თხუთ­მე­ტე გა­ზა­ფხუ­ლი" შედ­გა. მას­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­და, ის პე­რი­ო­დი კარ­გად მახ­სოვს, რად­გან მა­შინ ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. კი, დიდ­ხანს და ძა­ლი­ან სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად საქ­მი­ა­ნობ­და. სა­ერ­თოდ, თა­ვი­სი ფილ­მე­ბის­თვის სცე­ნარს, "რა­ზკად­როვ­კას", თვი­თონ აკე­თებ­და, ხა­ტავ­და, წერ­და... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევ­და გო­გო­ნას როლ­ზე შერ­ჩე­ვის ამ­ბავს. ძა­ლი­ან ბევ­რი სინ­ჯი იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, სახ­ლი სავ­სე გვქონ­და ლა­მა­ზი გო­გო­ე­ბის ფო­ტო­ე­ბით, რა­საც მე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი... ხა­თუ­ნა იმ ფო­ტო­ებ­ში და იმ გო­გო­ე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მა­ზი იყო, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ეს არ და­გე­ნა­ხა და არ აღ­გე­ნიშ­ნა, რაც მთა­ვა­რია, კი­ნო­გე­ნუ­რიც გახ­ლდათ... გა­და­ღე­ბებ­ზეც დავ­ყვე­ბო­დი, მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მახ­სოვს, რომ პირ­და­ღე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი ხოლ­მე. ამას­თან, სა­ოც­რად ცო­ცხა­ლი და აქ­ტი­უ­რიც იყო... ასე რომ, ბი­ძა­ჩემ­მა იმ ბევ­რი გო­გო­ნა­დან, რო­მელ­თა ფო­ტო­ე­ბი მა­გი­და­ზე ეწყო, ხა­თუ­ნას ფოტო და ცხა­დია თა­ვად ხა­თუ­ნა აირ­ჩია.

 

- გა­მო­დის ბი­ძათ­ქვენს აღ­მო­უ­ჩე­ნია პირ­ვე­ლად...

- კი, ბი­ძა­ჩე­მის აღ­მო­ჩე­ნაა. მა­ნამ­დე 1-ელ სკო­ლა­ში და­დი­ო­და, სა­დაც იპო­ვა კი­დეც... სკო­ლებ­ში ფილ­მის გმი­რებს აქ­ტი­უ­რად ეძებ­და. ფილმში ძი­რი­თა­დად 53-ელე­ბი და 55-ლები მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ეს იყო 1971 წელი და მას­ში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდე­ბი 15-16 წლი­სე­ბი არი­ან. ფილმში ხა­თუ­ნას პარტნი­ო­რი ბიჭი, თე­მურ გუ­გუშ­ვი­ლი იო­ლად იპო­ვეს... იმ ფო­ტო­ე­ბი­დან, რაც მა­გი­და­ზე ეწყო, ხა­თუ­ნა სკო­ლის ფორ­მა­ში მახ­სოვს... მერე გა­ზა­ფხუ­ლი და ზა­ფხუ­ლი რომ დად­გა, ხა­თუ­ნა კა­ბა­ში გა­მოჩ­ნდა, სა­ო­ცა­რი იყო...

მახ­სოვს, ბი­ძა­ჩემ­მა თქვა, ამ კა­ბა­ში გა­და­ვი­ღე­ბო და მაგ ფილმში იმ კა­ბით გა­და­ი­ღეს. ოპე­რა­ტო­რი იურა მარ­ტი­რო­სო­ვი იყო... არის ასე­თი ეპი­ზო­დი, თემო ფეხ­ბურთს თა­მა­შობს და ხა­თუ­ნა მაგ დროს ჩა­ივ­ლის - მაგ ფეხ­ბურ­თის სცე­ნა­ში მეც ვი­ყა­ვი, სხვებ­თან შე­და­რე­ბით პა­ტა­რა გახ­ლდით და მერე ამის გამო ჩემი კად­რე­ბი ამო­ი­ღეს. კი­ნო­ში იმ პირ­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ხა­თუ­ნა კი­დევ ორ ფილმში გა­და­ი­ღეს - ლე­ი­ლა გორ­დე­ლა­ძის "მო­ი­ტა­ცეს თა­მარ ქალ­ში", რო­მე­ლიც სა­ოც­რად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და ლე­ვან ხო­ტი­ვა­რის „მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი“... მერე კი უც­ნა­უ­რი ბე­დის აღ­მოჩ­ნდა - ფეხ­ბურ­თე­ლის, თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ მე­კა­რის, და­ვით გო­გი­ას ცოლი გახ­და, თა­ვი­სი თავი ოჯახს მი­უ­ძღვნა და სა­ერ­თოდ გაქ­რა. არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია არც ბი­ძა­ჩემ­თან და არც არა­ვის­თან... გული დამ­წყდა, რომ ასე ადრე გარ­და­იც­ვა­ლა...

ლელა ოჩი­ა­უ­რი, კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი:

- ხა­თუ­ნას შე­სა­ხებ სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­აა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ჩემ­თვის ერ­თა­დერ­თი ისაა ცნო­ბი­ლი, რაც ად­რე­ულ წლებ­ში, მას­ზე რა­ღაც სტა­ტი­ა­ში წა­ვი­კი­თხე. ეწე­რა, რომ სო­ფელ დი­ღომ­ში ცხოვ­რობ­და, რომ ქმრის მო­თხოვ­ნით უარი თქვა კი­ნო­ში გა­და­ღე­ბა­ზე. მუდ­მი­ვად სახ­ლში იყო და იქ საქ­მი­ა­ნობ­და, რომ ფერ­მა ჰქონ­და, ძრო­ხებს უვ­ლი­და... მა­მა­მი­სი ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, ბი­ძაც ფეხ­ბურ­თე­ლი ჰყავ­და, ქმა­რიც "დი­ნა­მოს" მე­კა­რე... მახ­სოვს, ძმა ჰყავ­და, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ვიც­ნობ­დი... ხა­თუ­ნას ფილ­მებ­ში მთა­ვა­რი რო­ლე­ბი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ლე­ი­ლა გორ­დე­ლა­ძის „მო­ი­ტა­ცეს თა­მარ ქალი“ მარ­თლა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მია და ასე­ვე ლე­ვან ხო­ტი­ვა­რის "მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი". იმ პე­რი­ო­დის­თვის, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში ასე­თი ტი­პის, ჟან­რის ფილ­მე­ბი, მსგავ­სი მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დი­ე­ბი, მე­ლოდ­რა­მა­ტუ­ლი ელ­ფე­რით პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო.

"სა­მა­ყუ­რებ­ლო" ფილ­მე­ბი გახ­ლდათ, თან ისი­ნი ერ­თმა­ნეთს მიჰ­ყვა... ხა­თუ­ნას გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და, არ იყო მხო­ლოდ ლა­მა­ზი, ლა­მა­ზი გო­გო­ე­ბი მა­ში­ნაც იყ­ვნენ, დღე­საც არი­ან, მაგ­რამ მას კი­დევ რა­ღაც სხვა რამ ჰქონ­და - გა­მორ­ჩე­უ­ლი ფაქ­ტუ­რა, ჟღა­ლი თმა, ჭორფლი, ლა­მა­ზი ტუ­ჩე­ბი, თვა­ლე­ბი, მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­მო­ხედ­ვა. ასე­ვე ჩან­და, რომ ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი იყო. მა­ყუ­რე­ბე­ლი ასე აღ­ვიქ­ვამ­დით... ამ ფილ­მე­ბის შემ­დეგ კი­ნო­დან მა­ლე­ვე გაქ­რა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვი­საც ის ფილ­მე­ბი ნა­ნა­ხი აქვს, ხა­თუ­ნა დღე­საც ყვე­ლას ახ­სოვს... მერე მას­ზე ამ ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან, მისი გა­რეგ­ნო­ბი­დან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი პი­რა­დი სივ­რცის გამო რა­ღაც ლე­გენ­დის მსგავ­სიც გაჩ­ნდა...

წაიკითხეთ სრულად