ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან "ბასტი-ბუბუს" სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია" გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ "სტეფანე და 3G"-ს წევრი.
ნინის წარმატებული კარიერა ჰქონდა და საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულითაც სარგებლობდა, როცა მოულოდნელად დაოჯახება გადაწყვიტა. ნინი ბადურაშვილისა და ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძის გრანდიოზული ქორწილი "შერატონში" 2012 წლის 25 ოქტომბერს შედგა, შემდეგ კი ის საცხოვრებლად მეუღლესთან, მოსკოვში გადავიდა.
"არ ვიცი, რამდენად კარგი ბებია ვარ, ალბათ, ჩემზე უკეთესებიც არიან, მაგრამ შვილიშვილებთან ნამდვილად ვმეგობრობ" - ეკა კახიანი
"რა პატარები ვართ" - როგორ გამოიყურებოდნენ ნინი ბადურაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე 18 წლის წინ
ნინისა და ირაკლის ქორწინება სკანდალურად დასრულდა. ის მეუღლეს, ირაკლი კუტალაძეს, მანამ დაშორდა, სანამ შვილს გააჩენდა. ნინი მშობიარობის დროს მარტო იყო და პატარა ელენესთან ერთად სახლშიც მარტო დაბრუნდა. ელენე უკვე 10 წლისაა. ამბობენ, რომ ძალიან ჰგავს დედას, არის არტისტული და უყვარს ცეკვა.
- "26 წლის ასაკში გავთხოვდი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ნორმალური ასაკია. თუმცა, ამ გადმოსახედიდან, მგონია, რომ მაინც პატარა ვიყავი. 27 წლის ვიყავი, როცა დედა გავხდი და ამისთვის მზად ვიყავი... დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ცხოვრებაში რაც უნდა ვაკეთოთ, რაც უნდა შევქმნათ, მთავარი, რასაც ვქმნით - შვილებია.
ელენე ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებულია. რადიკალურად სხვანაირი ხასიათი აქვს. მართალი გითხრათ, მისი ხასიათი ბევრად უფრო მომწონს, ვიდრე ჩემი. სითბოს გამოხატვა შეუძლია. მე რაც უნდა ძალიან მიყვარდეს ადამიანი, გრძნობის გამოხატვის უნარი არ მაქვს" - ამბობდა ნინი.
ეკა კახიანი
საზოგადოება კარგად იცნობს ეკა კახიანსაც. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.
"არ ვიცი, რამდენად კარგი ბებია ვარ, ალბათ, ჩემზე უკეთესებიც არიან, მაგრამ შვილიშვილებთან ნამდვილად ვმეგობრობ. მართალია, მუსიკალური ნიჭი ყველას აქვს, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ელენე მღერის, თუმცა მასაც ცეკვა უფრო მოსწონს, ვიდრე სიმღერა" - ამბობდა ეკა კახიანი.
როგორც ცნობილი, ნინი ახალი კლიპის გადაღების პროცესში, რომლის ხილვაც მაყურებელს მალე შეეძლება. ამჯერად მომღერალი ახალ ფოტოებს სწორედ გადასაღები მოედნიდან გვიზიარებს: