ილია თოფურიამ მეორე რაუნდის ბრუტალური ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა! დღეს, 2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრე ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ, თოფურია გახდა UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი!
ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში, ჰალეში დაიბადა. მისი მეტსახელია მატადორი. ილია არის ქართველი პროფესიონალი მებრძოლი. ამჟამად ასპარეზობს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC). 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, ის არის #3 UFC-ის წონით რეიტინგში.
ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.
"ჩემი რუსთაველი მეუღლე ომობდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიების დასაცავად. ილია დაიბადა და გაიზარდა ქართულ ტრადიციულ ოჯახში. არ აქვს მნიშვნელობა, ბინას სად დაიდებს ქართველი, მას სამშობლო ერთი აქვს - საქართველო" - ამბობდა ილია თოფურიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია.
ილია თოფურიას ჰყავს მამა, ზაზა თოფურია, რომელიც ბიზნესმენია. ის მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის შვილის გვერდითაა. სატიტულო ბრძოლას ილიას მთელი ოჯახი, მათ შორის, და-ძმაც ესწრებოდნენ და ეს დიდი სიხარული პირველად სწორედ მათ გაიზიარეს. ცნობისთვის, ილიას ძმა, ალექსანდრე თოფურია, ასევე MMA მებრძოლია.
ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეგობარი გოგონა, ჯორჯინა უზკატეგუია. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, "Future and Energy" ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში.
ინსტაგრამზე, სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებს სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს. როგორც უცხოური მედია წერს, ილიამ და ჯორჯინამ იქორწინეს, თუმცა ეს ქორწილი გასაიდუმლოებული იყო და დეტალები მის შესახებ უცნობია.
ჯორჯინა უზკატეგუის შესახებ ბევრი ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება. მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ - ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.
ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია "Future and Energy" დააარსა.
მიუხედავად საკუთარი საქმისა, ჯორჯინა ილია თოფურიას უდიდესი გულშემატკივარია და არასდროს ტოვებს საყვარელი ადამიანის ბრძოლებს. ის სატიტულო ბრძოლის დროსაც მის გვერდით იყო და შავი ქამარი ილიას პირველმა მიულოცა.