მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
თიკა ხშირად წერს, რომ შვილთან, ნინა ხოფერიასთან, ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. როგორც ჩანს, დედა-შვილი ერთად დროს მართლაც სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებს. კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდან კი გამომწერებსაც ხშირად უზიარებენ.
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები".
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.
წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბექამ კიდევ რამდენჯერმე იქორწინა. თიკასთვის ეს განშორება რთული აღმოჩნდა, თუმცა დღეს ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრება აქვს და ყოფილი მეუღლის ოჯახთან, მათ შორის, ყოფილ დედამთილთან, ხათუნა ხოფერიასთანაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
- თიკას რჩეული ლუკა ჯანდიერია. წყვილმა ურთიერთობა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა, თუმცა თიკას პირადზე საჯაროდ საუბარი არ სურს.
ვიდეო: "მიყვარს ჩემი თავის ეს ვერსია" - როგორ შეიცვალა თიკა ჯამბურია წლების მანძილზე
"ეს გოგო იმსახურებს დიდ ბედნიერებას!" - თიკა ჯამბურია შეყვარებულთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს აქვეყნებს
- ამჯერად თიკა ჯამბურია შვილთან, ნინა ხოფერიასთან ერთად, გადაცემა ,,შუადღის” სტუმარია.
"როდესაც ქალი დედა ხდება, ცხოვრებაში ყველაფერი ეცვლება: შეხედულებები, მიზნები, ოცნებები. თუ შენამდე ჩემი ოცნებისთვის ვცხოვრობდი, შენი დაბადების შემდეგ ეს შეიცვალა.
ნინა მეუბნება, მე უფრო ვარ შენი დედა, ვიდრე შენ ჩემიო" - ამბობს თიკა.
"სადაც უნდა წავიდეთ, ყველგან პატარასავით იქცევა. მე უფრო სერიოზული ვჩანვარ. საუკეთესო მეგობრები ვართ და როცა გვიჭირს და დახმარება გვჭირდება, ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ" - ამბობს ნინა.