ღამის შოუს" ბენდის წევრი თათა გიორგობიანი ინტერნეტს საკმაოდ ბევრ დროს უთმობს. მოგეხსენებათ, ის ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება და სოციალურ ქსელში თავის ცოდნას ადამიანებს უფასოდ, გასაგები ენით უზიარებს. სასარგებლო და მარტივად გასაგები ფსიქოლოგიური რჩევების მიუხედავად, ადამიანების ნაწილს თათას ვიდეოების მიმართ აგრესია მაინც გაუჩნდა, განსაკუთრებით - თავდაპირველად, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ წამოწყებული საქმე გაეგრძელებინა, პირიქით - აპირებს, ამ წამოწყებას უფრო სერიოზული, პროფესიული ელფერი მისცეს...
"3 ნიშანი, რომ შენ თვითონ ისწრაფვი ტოქსიკურობისკენ" - თათა გიორგობიანის რჩევები
თათა გიორგობიანის ცეცხლოვანი ფოტოსესია - მომღერალი ახალ ფოტოებს გვიზიარებს
- ცოტა ხნის წინ მომღერალს ხელი სთხოვეს. თათას რჩეული ეკონომისტი და ბლოგერი კონსტანტინე მოსიძეა. ის ვიდეოებს ხშირად დებს და აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
მოგვიანებით მან კონსტანტინე მოსიძის გაცნობის შესახებაც ისაუბრა და პირველი შეხვედრა გაიხსენა: "ისე მოხერხებულად და ეშმაკურად შეძლო ჩემთან დაკავშირება. უცხო ნომრებს ზოგადად არ ვპასუხობ, არავის ვეცნობი. ბაბისგან გაიგო ჩემი ნომერი, ბაბის უთხრა, რომ ერთ-ერთ ბიზნესმენს საქმე აქვს და გასაუბრება უნდაო. მეც დავთანხმდი, შევხვდით ერთმანეთს იმ მიზეზით, თითქოს რაღაცაში უნდა დავხმარებოდი პიარის კუთხით. საუბარში მივხვდი, რომ ის მაშინ იქ საქმეზე სალაპარაკოდ საერთოდ არ იყო მოსული. მე ძალიან მომწონს განათლებული ადამიანები და ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თავისი მანერებით, სიტყვა-პასუხით ძალიან მომეწონა და დავფიქრდი. მოახერხა იმდენიც, რომ მიწერ-მოწერაც გაგრძელდა. შემდეგ თითქოს საქმე ჰქონდა და ისეთი საჩუქარი მაჩუქა, რაც მიმანიშნებდა, რომ ჩემს სოციალურ ქსელებს ათვალიერებდა. ამ ყველაფერმა მიმახვედრა, რომ ეს ადამიანი საფუძვლიანად ფიქრობდა ჩემზე. ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი, ძალიან კარგი ოჯახის შვილი, კარგად აღზრდილი და სამართლიანი ადამიანი იყო და მეც მოვიხიბლე... ყველას ვუსურვებ ასეთ ბედნიერებას" - ამბობდა თათა გიორგობიანი.