ნატო გელაშვილის ვაჟი იუბილარია. ლუკა ჭოხონელიძეს 25 წელი შეუსრულდა. ნატო გელაშვილი შვილს იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს:
„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ლუკა 25‼️ ბედნიერება შენს სავალ გზას, გულიანო და გემრიელო კაცო.
მასაზრდოებ შენი სიყვარულით და შენი კაცობით... მადლობა, რომ ხარ და რომ ჩემი შვილი გქვია. გილოცავ, დე" - წერს ნატო გელაშვილი.
"ოცნებები ხდება, მეგობრებო... მადლობა უფალს, რომ ვარ შენი ღირსი" - ნატო გელაშვილის შვილიშვილი 1 წლის გახდა
"მამამისთან ყოველთვის ჰქონდათ ურთიერთობა და დღემდე ასეა, მეგობრობენ" - ნატო გელაშვილის დანგრეული ოჯახი, ორი ქორწინება, გარდაცვლილი ძმა და დიდი ტრაგედია
ნატო გელაშვილი ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორია. მის შემოქმედებას საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და აქტუალობას არასდროს კარგავს. პოპულარობით სარგებლობენ ნატოს შვილებიც, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები. დედის მსგავსად, ძმებიც განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემებით არიან დაჯილდოებული.
- ნატო გელაშვილი 1972 წელს დაიბადა. დაამთავრა ბორჯომის პირველი საშუალო სკოლა. პარალელურად სწავლობდა მუსიკალურ შვიდწლედში. ამ პერიოდში მას უკვე, დაახლოებით, ათი მუსიკალური ნაწარმოები ჰქონდა დაწერილი. პირველი სიმღერა თოვლზე დაწერა, მაშინ მეოთხე კლასში იყო.
1989 წელს ნატომ მე-3 მუსიკალურ სასწავლებელში ჩააბარა. ეს პერიოდი მისი შემოქმედებისთვის საკმაოდ აღმავალი იყო. სწორედ ამ დროს დაიწერა ისეთი სიმღერები, როგორებიცაა: „ყვავილების დედოფალა“, „ლოთიანი“, „ეშხიანი ქალები“, „ერთი რამე გულიანი“, „ერთი კაცი მიყვარდა“. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.
1995 წელს ჩატარდა ბათუმის ფესტივალი. ამ დროს ნატო უკვე კონსერვატორიის საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი იყო. მისმა სიმღერამ ფესტივალზე დიდი წარმატება მოიპოვა. ეს იყო პირველი წარმატება, საიდანაც ამოტივტივდა მისი სახელი, თუმცა მანამდეც ჰქონდა პატარ-პატარა კონცერტები და წარმატებები.
ნატო გელაშვილი სულ ცოტა ხნის წინ ბებია გახდა - გიორგი ჭოხონელიძეს პირველი შვილი, ლუკა შეეძინა. მომღერალი შვილიშვილის ფოტოებს ხშირად აზიარებს სოციალურ ქსელში.
"ანეტა ნამდვილი ჩემიანია, ასე ვეძახი – ჩემი გოგო. ჯერ ჩემი გოგო და შემდეგ ბიჭები. ბევრი რამ გვაქვს საერთო, ზოგჯერ ნამდვილ დედა-შვილს არ ექნება. გიორგისაც ხშირად უთქვამს, თქვენ ხომ არ თათბირობთ, ანეტა რასაც მეტყვის, ზუსტად იმავეს მეუბნებიო. ვპასუხობ, იმიტომ, რომ ერთ ღირებულებებზე ვდგავართ-მეთქი. ისიც ისეა გაზრდილი, როგორც მე – ახლობლების, ოჯახის, ხალხის, ღმერთის სიყვარულით. ტრადიციული გოგოა, კარგი ქართველი ქალი. მადლობა უფალს, რომ ჩემს ოჯახში შემოვიდა არაჩვეულებრივი გოგო, რომელთანაც ერთ ენაზე ვლაპარაკობ" - ამბობდა ნატო ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას.