2024 წლის 18 თებერვალს ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ თოფურია გახდა UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი! ამ ამბავმა კვირას მთელი საქართველო დილაადრიან ფეხზე წამოაყენა და ყველამ, განურჩევლად იმისა, იყო თუ არა ამ სპორტის ან, საერთოდ, სპორტის ქომაგი, ეს დიდი წარმატება ერთად იზეიმა. თავად თოფურიამ ქართველ ხალხს გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ერთი სული აქვს, სამშობლოში ჩამოვიდეს და გამარჯვება ქართველებთან ერთად იზეიმოს.
ბრძოლის დროს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ქართული შეძახილები, ფრაზები, რომლებითაც მომავალ ჩემპიონს ძმა, ალექსანდრე თოფურია ოქტაგონის კუთხიდან ამხნევებდა. მასთან ერთად, ილიას საგულშემატკივროდ მისი მშობლები, შვილი, ჰუგო და ახლობლებიც მივიდნენ. განსაკუთრებული მხარდაჭერა კი მას ჯორჯინა უზკატეგუიმ გამოუცხადა. ჯორჯინა ილიას საყვარელი ქალია და ისინი მალე გოგონას მშობლები გახდებიან.
ჯორჯინა ილიას დიდი გულშემატკივარია და, ცხადია, ამ დიდი წარმატების შემდეგ ყურადღების ცენტრში ისიც მოექცა. სოციალურ ქსელში მან ვრცელი პოსტი გამოაქეყნა და ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც მათ ოჯახს გულშემატკივრობდა:
ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში, ჰალეში დაიბადა. მისი მეტსახელია მატადორი. ილია არის ქართველი პროფესიონალი მებრძოლი. ამჟამად ასპარეზობს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC). 2024 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, ის არის #3 UFC-ის წონით რეიტინგში.
ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.
ილია თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისი მეგობარი გოგონა, ჯორჯინა უზკატეგუია. კომპანიას, სადაც უმშვენიერესი ჯორჯინა მუშაობს, Future and Energy ჰქვია და სპეციალიზებულია ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში.
"ინსტაგრამზე", სადაც ჯორჯინას 200 ათასი გამომწერი ჰყავს, წყვილი ხშირად აზიარებს სასიყვარულო პოსტებსა და ერთობლივ ფოტოებს. როგორც უცხოური მედია წერს, ილიამ და ჯორჯინამ იქორწინეს, თუმცა ეს ქორწილი გასაიდუმლოებული იყო და დეტალები მის შესახებ უცნობია.
ჯორჯინა უზკატეგუის შესახებ ბევრი ინფორმაცია ინტერნეტში არ იძებნება. მისი ოფიციალური LinkedIn ანგარიში ცხადყოფს, რომ იგი ძირითადად ცხოვრობდა მაიამიში, ფლორიდაში. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში მაიამის უნივერსიტეტში 2016 წელს. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა ბოსტონის უნივერსიტეტში. ფლობს სამ - ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებს.
ჯორჯინამ აქტიური კარიერა 2015 წელს დაიწყო, როცა მარკეტინგის მიმართულებით სტაჟიორად დასაქმდა. ორ წელში მარკეტინგის სპეციალისტის კვალიფიკაცია მიიღო და Sanclemente Group-ში გააგრძელა მუშაობა. 2022 წელს კი მან საკუთარი კომპანია Future and Energy დააარსა.
მიუხედავად საკუთარი საქმისა, ჯორჯინა ილია თოფურიას უდიდესი გულშემატკივარია და არასდროს ტოვებს საყვარელი ადამიანის ბრძოლებს. ის სატიტულო ბრძოლის დროსაც მის გვერდით იყო და შავი ქამარი ილიას პირველმა მიულოცა.