"სახეზე გავიკეთე... ძალიან კმაყოფილი ვარ" - რა პროცედურა გაიკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა - Marao

"სახეზე გავიკეთე... ძალიან კმაყოფილი ვარ" - ნანუკა ჟორჟოლიანი ქალებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს

2024-02-20 12:07:10+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“.

პირველად ნანუკამ ადრეულ ასაკში, 16 წლისამ იქორწინა. მისი მეუღლე მასზე რამდენიმე წლით უფროსი ნიკოლოზ გეგუჩაძე იყო. მას საკმაოდ პერსპექტიული მომავალი ჰქონდა, მუშაობდა ბანკში და დიდ დროს სწორედ კარიერას უთმობდა. ნანუკა კი მაშინ დიასახლისის ამპლუაში აღმოჩნდა. როგორც მედია წერდა, წყვილს შორის მესამე პირის გამოჩენამ და აზრთა სხვადასხვაობამ ოჯახის დანგრევა გამოიწვია. 18 წლის ორსული ნანუკა ჟორჟოლიანი მარტო დარჩა. მას ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე შეეძინა. 

ყოფილ მეუღლესთან მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნა თავად ნანუკამაც და მის მიმართ მადლიერებაც არაერთხელ გამოხატა:

"კოკა - მა­რი­ა­მის მამა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, არ ვიქ­ნე­ბო­დი სა­ერ­თოდ არა­ფე­რი. კო­კას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ და­მა­წყე­ბი­ნა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბა და შექ­მნა ის ნა­ნუ­კა... ჩემი შვი­ლე­ბით ვა­მა­ყობ, მა­რი­ა­მით და სა­ბა­თი" - ამბობდა ის. 

ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანუკა შესანიშნავ ფორმაშია. სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.

მის შემთხვევაში მონო-დიეტები ეფექტური არ აღმოჩნდა. მისი განმარტებით, თუკი სწორ კვებას ცხოვრების წესად არ ვაქცევთ, დიეტის დროს დაკლებული კილოგრამები შემდეგ ისევ მარტივად დაბრუნდება.

"დაბადების დღეს გილოცავ, დე. სად ხარ..." - ნანუკა ჟორჟოლიანი გარდაცვლილი დედის შესახებ 

"სიკ­ვდილ­ზე ვგიჟ­დე­ბით. როცა მოვ­კვდე­ბი, ვი­საც დღეს არ გიყ­ვარ­ვართ, არ მოგ­წონ­ვართ, გიკ­რძა­ლავთ ყალბ სტა­ტუ­სებს. და ვი­საც გიყ­ვარ­ვართ სიკ­ვდი­ლამ­დე მირ­ჩევ­ნია ამის გა­გე­ბა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი 

ამჯერად ნანუკა გამომწერებს ახალ სიახლეს უზიარებს: როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, სახეზე ე.წ ძაფები გაიკეთა და პროცედურით ძალიან კმაყოფილია.

"სახეზე გავიკეთე ძაფები. მქონდა ფტოზი, ძალიან კმაყოფილი ვარ" - წერს ნანუკა და აღნიშნავს, რომ ეფექტი ორ წელს გაგრძელდება. 

ძაფები

დღესდღეობით სახის ოვალის კორექტირება აპტოს ძაფებით არის ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივა.აპტოს ძაფებით სახის კანის დაჭიმვა არის მცირე ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენება კომპანია Aptos-ის მიერ წარმოებული კოსმეტიკური ძაფები, კერძოდ, Light Lift – Thread Method.

არსებობს ამ ძაფების ორი ტიპი, გაუწოვადი და გამწოვი. გაუწოვადი ძაფები შედგება პოლიპროპილენისაგან, მატერიალისაგან რომელიც ქირურგიაში უკვე 50 წელზე მეტია გამოიყენება, კარგად აპრობირებულია და ორგანიზმთან სრულიად შეთავსებადია. გაუწოვადი ძაფები გამოიყენება უფრო ხანდაზმულ ასაკში, როდესაც საკმაოზე მეტად გამოხატულია ქსოვილური ფტოზი ან იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს ზედმეტად მძიმე ქსოვილებთან. რეზულტატი შენარჩუნებულია 3-დან 5 წლამდე. შესაძლებელია პროცედურის გამეორება ამ ვადის გასვლის შემდეგ.

გამწოვი ძაფები შედგება პოლირძემჟავასა და კაპროლაქტონისაგან. ეს მატერიალებიც დიდი ხანია გამოიყენება კოსმეტოლოგიაში და ზოგადად მედიცინაში, კარგად შესასწავლია, ორგანიზმთან შეთავსებადია და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.