დათო ევგენიძე მეუღლესთან, ნინო ჟვანიასთან ერთად „იმედის დღეს“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი ცხოვრებისა და სიყვარულის შესახებ ისაუბრა. დათომ და ნინომ ოფიციალურად 2022 წელს იქორწინეს.
- „ჩემს ასაკში ცოლის მოყვანა მართლაც იშვიათია. მეუღლეზე არაფერს ვამბობ, მასზე 17 წლით უფროსი ვარ... მოკლედ, რადგან გადავწყვიტეთ, ვიფიქრეთ, ჩვენს ქორწილში მეგობრებიც მოგვეწვია და იმ ბედნიერ დღეს გაგვეხსენებინა დრო, როცა ერთმანეთის ქორწილებში დავდიოდით...“
თუმცა ჯვარი 20 წლის წინ დაიწერეს და მას შემდეგ ერთად ცხოვრობენ. წყვილს ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. დათო გადაცემაში ამბობდა, რომ, წლების გასვლის მიუხედავად, მეუღლისადმი სიყვარული არ განელებია და მას ამ სიყვარულის ნიშნად ხშირად ჩუქნის ყვავილებს, უფრო კი - ვარდებს.
„შემოვიდა ნინო და მივხვდი, რომ ის ჩემი ბედნიერება იყო... 10 წელი არ მყავდა ნანახი, ჩავეხუტე და პირდაპირ ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი“ - დათო ევგენიძის პირადი ცხოვრება, ტრაგედია და კარიერა
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ დათო ევგენიძემ თურქეთში რთული ოპერაცია ჩაიტარა და რეაბილიტაციის პროცესს ჯერ კიდევ გადის.
- „ოპერაციის შემდეგ ის დათო ევგენიძე, რომელთანაც ნინომ ამდენი ხანი იცხოვრა, ჯერ კიდევ დაბრუნებული არ არის“ - ამბობს მუსიკოსი.
დათო ევგენიძე ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი. საქართველოს ღირსების ორდენის კავალერია. დაიბადა 1958 წელს თბილისში. 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. 1983 წელს საბჭოთა კავშირის მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსზე დაჯილდოვდა გრან-პრით. 1985-1986 წლებში მისი ნაწარმოებები იდგმებოდა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. იმავე წლებში დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა. 1987 წელს განახორციელა პირველი წარმოდგენები ნიუ-იორკში. დათო ევგენიძე წერს მუსიკას სპექტაკლებისათვის, ფილმებისათვის, მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებში. თავისუფალ დროს დათო წერს ლექსებს, ხატავს.
ჩემი რვა შვილიშვილი: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი, დო…" - დათო ევგენიძე შვილიშვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
- დათო ევგენიძის ქორწინებები
დათო ევგენიძის პირველი ქალიშვილი, ანჟელიკა, ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. მეორე ქორწინებიდან მას ლიკა და ლუკა ევგენიძეები ჰყავს, რომლებიც ნინო კალანდაძისგან შეეძინა. ნინო მსახიობ კირა ანდრონიკაშვილის შვილია და ლიკას ხშირად ამსგავსებენ უმშვენიერეს ბებიას. მესამე ქორწინებაში კი მუსიკოსი ნინო ჟვანიასთან იმყოფება და ისინი ერთ შვილს, ნიკოლოზს ზრდიან.