„ჩემს შვილს სკოლაში აბულინგებდნენ და ეს არანაირად არ შეიგნო მისმა პედაგოგმა, საერთოდ, არავინ... ამან მარიკოს მძიმე დაღი დაასვა“ - რას ჰყვება ლელა წურწუმია შვილის შესახებ - Marao

„ჩემს შვილს სკოლაში აბულინგებდნენ და ეს არანაირად არ შეიგნო მისმა პედაგოგმა, საერთოდ, არავინ... ამან მარიკოს მძიმე დაღი დაასვა“ - რას ჰყვება ლელა წურწუმია შვილის შესახებ

2024-02-20 13:07:48+04:00

„სკოლაში ძალიან ხშირია ბულინგი ბავშვების მხრიდან, რამაც შეიძლება ადამიანი სუიციდამდე მიიყვანოს.

ჩემს შვილს სკოლაში აბულინგებდნენ და ეს არანაირად არ შეიგნო მისმა პედაგოგმა, საერთოდ, არავინ. შემდეგ იძულებული გახდა, რომ თვითონ მოეძებნა სხვა სკოლა და თავი გადამაყვანინა.

სამწუხაროდ, მე ეს ყველაფერი ძალიან გვიან გავიგე. ძალიან გავბრაზდი. ამ დაცინვამ და მსგავსმა დამოკიდებულებამ ჩემს შვილს მძიმე დაღი დაასვა, ამ პრობლემას დიდხანს ებრძოდა“ - ამბობდა ლელა წურწუმია საკუთარ გადაცემაში ქალიშვილის, მარიკო მამულაშვილის შესახებ.

  • ლელა წურწუმიასა და კახა მამულაშვილის ოჯახი

კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩასა და ლელა წურწუმიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ლელა და მამულიჩა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“, აქტიურად აქვეყნებენ როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსა და ვიდეოებს, გამომწერების მხრიდან კი მუდმივად დადებით შეფასებებს იღებენ.

"უბრალო ცხოვრებით გავიზარდე, ყველა სირთულე ჩემით დავძლიე... იმედი სულ მქონდა, რომ დედაჩემთან ამ დანაკლისს ავინაზღაურებდი" - რას ჰყვება მარიკო მამულაშვილი დედასთან, ლელა წურწუმიასთან ურთიერთობაზე, ბავშვობასა და ახლანდელ ცხოვრებაზე 

კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველ ცოლთან, ნინო ნოზაძესთან, ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა - ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას, პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.

  • ლელა წურწუმიას შვილი 

საზოგადოების სიყვარულს იმსახურებს ლელასა და მამულიჩას ქალიშვილი მარიკო მამულაშვილიც, რომელიც ფოტოგრაფიითაა გატაცებული და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საკუთარ ნამუშევრებს. 

საზოგადოებისთვის უცნობი შვილი პირველი ქორწინებიდან, უსაყვარლესი შვილიშვილი და დიდი ოჯახი - როგორია "მამულიჩასა" და ლელა წურწუმიას ოჯახი და ცნობილი პროდიუსერი ბაბუის ამპლუაში 

  • "ძალიან პასუხისმგებლობიანი გოგოა. რაც დრო გადის, უფრო მეტად თავდაჯერებული ხდება და ეს ძალიან მომწონს. ბუნებით საკმაოდ თავმდაბალი, ბავშვური და კეთილია. მოკლედ, კარგი გოგოა.

მარიკო ცალკე ცხოვრობს, ოღონდ ჩემ გვერდით. რა თქმა უნდა, დედის მეთვალყურეობა აუცილებელია, თუმცა ამ მეთვალყურეობასთან ერთად, მას დიდ თავისუფლებასაც ვაძლევ. რაც იზრდება, უფრო მემსგავსება. ადრე უფრო მამას ჰგავდა, მაგრამ ბოლო დროს ჩემი გამოხედვა და ხასიათი დავიჭირე…

რა თქმა უნდა, ქალი უნდა იყოს რეალიზებული და ქალს უნდა ჰქონდეს თავისი პროფესია და უნდა ჰქონდეს შემოსავალი. მე მყავს ერთი შვილი, მარიკო, რომელიც 22 წლის ხდება თებერვალში. მე მას ძალიან ბევრი რამ დავაკელი. მარიკო არაჩვეულებრივ გარემოში იზრდებოდა ბებიასთან. რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად მე ვიყავი მასთან, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მე დღეს არ მქონდეს სინანულის შეგრძნება. 

  • მე ახლა ნელ-ნელა ვეცნობი შვილს. მე მას კარგად არ ვიცნობ. ის ძალიან ჭკვიანი და გულიანი გოგოა. ის არასდროს ამბობს, რომ ჩვენი შვილია და ვიცი, რატომაც არ ამბობს ამას. მას არ უნდა ეს პროფესია, იმიტომ, რომ ამ პროფესიამ მას მშობლები წაართვა. ვიცოდი, რომ ერთ დღეს მომიწევდა ამაზე საუბარი... 15- 16 წლის რომ იყო, მისი ნახატები ვიპოვეთ, რომლებიც დახატული ჰქონდა 5-6 წლის ასაკში. მარიკომ დახატა ბავშვი, რომელიც ტირის.

"ბუნებრივი სილამაზე" - ლელა წურწუმია ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს 

ვკითხე, ეს ბავშვი რატომ ტირის-მეთქი და მიპასუხა, დედა ენატრებაო. მაშინ მივხვდი, რომ აუცილებლად დადგებოდა დრო, როდესაც მე მასთან მომიწევდა ამ ჩემს არანორმალურ გრაფიკზე საუბარი“, - ამბობდა ლელა წურწუმია.