„ბაია დვალიშვილი ჩემთვის არის დედა, ყველაზე საყვარელი ადამიანი ჩემთვის..." - ვინ არის ბაია დვალიშვილის ქალიშვილი და როგორია მისი ცხოვრება - Marao

„ბაია დვალიშვილი ჩემთვის არის დედა, ყველაზე საყვარელი ადამიანი ჩემთვის..." - ვინ არის ბაია დვალიშვილის ქალიშვილი და როგორია მისი ცხოვრება

2024-02-20 16:53:58+04:00

ბარბარე დვალიშვილი უკვე არაერთი წელია, აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზე. მას ხშირად სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ განსახიერებული პერსონაჟის, „ნელიკოს“ სახელითაც მოიხსენიებენ.

რით განსხვავდება ბაია დვალიშვილი „ჩცდ“-ის ნელიკოსგან - „ნებისმიერი სურვილის ასრულება რომ შემეძლოს“... 

  • „ძა­ლი­ან პროგ­რე­სუ­ლი, ჭკვი­ა­ნი... უბ­რა­ლოდ, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სის გამო ბევრ რა­ღა­ცა­ზე ხუ­ჭავს თვალს. მას შე­უძ­ლია პრი­მი­ტი­უ­ლი, მწი­რი, უინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი ხა­სი­ა­თის წყა­ლო­ბით გა­ა­კე­თილ­შო­ბი­ლოს. პროგ­რე­სუ­ლია, რად­გან ჯერ ერთი - 50 წლის ასაკ­ში გა­თხოვ­და და მე­ო­რეც: შე­უძ­ლია გა­უ­გოს შვილს, რო­მე­ლიც თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს კი ხვდე­ბა, მაგ­რამ ცო­ლად არა­ვის მიჰ­ყვე­ბა... ნე­ლი­კო რა­ღა­ცებს რე­ა­ლუ­რი თვა­ლით უყუ­რებს. სა­ერ­თოდ, და­დე­ბი­თი პერ­სო­ნა­ჟია”, - ასე ახასიათებდა თავად მსახიობი გმირს.

ნელიკო მართლაც იყო სახასიათო და დასამახსოვრებელი სახე, თუმცა ბაიამ ეკრანსა თუ სცენაზე კიდევ არაერთი გამორჩეული სახე შექმნა.

ბაია დვალიშვილის ბიოგრაფია

ბარბარე დვალიშვილი დაიბადა 1960 წლის 21 აგვისტოს. 1983 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1983-2001 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. 1997 წლიდან თეატრალური სარდაფის, 2007 წლიდან მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრისა და 2017 წლიდან სამეფო უბნის თეატრის მსახიობია. მისი დებიუტი კინოში 1978 წელს შედგა.

ბარბარე ცნობილი ოჯახიდანაა, მისი დედა, მარინე თბილელი, სილამაზითა და ნიჭით განთქმული მსახიობი იყო. მას ბაია ცნობილ რეჟისორთან, აკაკი დვალიშვილთან მეორე ქორწინებაში შეეძინა.

„მე ლამაზი არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ, ვცდილობდი, ყველაფერი ლამაზად მეკეთებინა..." - მარინე თბილელის ცხოვრებისა და კარიერის უცნობი მომენტები 

ბაია დვალიშვილის ოჯახი

ბაია დვალიშვილი დაქორწინდა რეზო ხატისკაცზე. მათ ერთი ქალიშვილი, მაკრინე ხატისკაცი შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ ბაია ცნობილი სახეა და ხშირად ჩნდება ეკრანებზე, მის ქალიშვილს საზოგადოება არ იცნობს. ამჯერად ბაია შვილთან ერთად ლელა წურწუმიას გადაცემას ესტუმრა, სადაც მაკი ფართო საზოგადოებამ უკეთ გაიცნო:

  • ბაია ჩემთვის არის...  

„ბაია დვალიშვილი ჩემთვის არის დედა, ყველაზე საყვარელი ადამიანი ჩემთვის. ყველაფერს ვუყვები, კომფორტული ადამიანია ჩემთვის დედა.“

  • თანატოლებს ვურჩევდი...

„ტკივილი არ ჩაიტოვოთ გულში, არ ჩაუღრმავდეთ რაღაცებს, გიყვარდეთ საკუთარი თავი. როცა შენი თავი გიყვარს, მერე ყველაფერი უფრო ადვილია, სხვაც გიყვარს, ცხოვრებაც გიყვარს... ვურჩევდი, რომ გააკეთონ რაც სურთ ბევრი ფიქრის გარეშე.“

„მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული“ - დაათვალიერეთ ბაია დვალიშვილის ბინა 

  • საგანი, რომელსაც სკოლაში დავამატებდი...

„სკოლაში ფსიქოლოგიის გაკვეთილს დავამატებდი. ჩვენი ასაკის ბავშვები ჩაკეტილები არიან, სკოლას ეს აკლია, ურთიერთობა... საჭიროა, რომ ბავშვებმა შეძლონ საკუთარი ემოციების გამოხატვა და ამის ადგილი სკოლაში იყოს.“

  • თვისება, რომელიც არ მომწონს დედაში...

„დილით გაღვიძება ძალიან მიჭირს. ბაია ყველაფერს დილით ჰყვება, რა მაქვს გასაკეთებელი და ა.შ. ვღიზიანდები. ჩემთვის დილა სამი საათია. გამოღვიძება ძალიან მიჭირს, ვგიჟდები ძილზე.”