გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორია. გიორგი სოციალურ ქსელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი პოსტები საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იმსახურებს. ამჯერად ის სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს:
"ზუსტად ერთი თვის წინ თავი მსოფლიოში ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა... ახლა გაცილებით ძლიერი ვარ. წინ დიდი გზებია!" - რას წერს გიორგი კეკელიძე
"მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული... ცხოვრება გრძელდება" - გიორგი კეკელიძის ემოციური სიტყვა და ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული
"შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. წუხელ პატარა ბიჭის ამბავი მოვისმინე, ამ ქვეყნიდან გაქცევა რომ სცადა და ჩემი ერთი ახალი საქმის გამო ხშირად ვისმენ ასეთ ამბებს. ეს ათასები ირგვლივ დადიან და გვიღიმიან. მერე ჩვენსავე თვალწინ ,,წამოარტყამენ" ხოლმე პატარებს და არცთუ ძალიან პატარებს ან თმებში წვდებიან. ,,არ უჯერებს" და ,,რა ქნან?" ჩვენ ვდუმვართ. ან ეგებ ცოდვა გამხელილი სჯობს და იგივეს ვაკეთებთ. რამდენი ბავშვი მისულა თოკთან, კიდევ კარგი, ვერ გაუბედავს, მაგრამ დღემდე ყელზე აქვს ეს ყულფი - ეტყობა მათ თვალებს, ძალიან ეტყობა გაუგებარი და ბოროტი სასჯელი. ახალამოწვერილი ოცნებების შეშინება და დაფრთხობა წკეპლით - ყველაზე დიდი დანაშაულია გულუბრყვილო მოტივით, თითქოს ასე უკეთეს ადამიანებს ვზრდიდეთ. შიშით დამჯერ ადამიანებს - საბოლოოდ, ან საცოდავებს, ან გაბოროტებულებს.
დიახ, შვილებს ყური დაუგდეთ, კი არ აუწიოთ. ასე უფრო უკეთესები გაიზრდებიან. ჩემზე და შენზე უკეთესები.თქვენი" - წერს გიორგი კეკელიძე.
- კეკელიძე არის პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ასევე საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი და წიგნის ჩუქების დღის ინიციატორი საქართველოში.