თქვენთვის რასთან ასოცირდება გაზაფხულის მოსვლა - დედამიწის გაცოცხლებასთან, ჰაერში დატრიალებულ ყვავილების ინტენსიურ სურნელთან, სითბოსთან თუ უბრალოდ ხალისის დაბრუნებასთან?
წელიწადის ამ სეზონის დადგომა ახალი ენერგიით გვავსებს და ვიწყებთ სამოგზაურო მიმართულებებისა თუ ახალი სამოსის შერჩევას, მეგობრებთან უფრო ხშირად შეხვედრას და შესაბამისად, ჩვენი ყოველი დღე უფრო უკეთესი ხდება.
ბრიტანულმა ბრენდმა The Body Shop-მა ყველა ეს ემოცია პირდაპირ სამხრეთ ჩინეთში მდებარე მაგნოლიის ბაღებში შეკრიბა და ერთ ფლაკონში მოაქცია. სუნამო დედის დღისა და ქალების დღისთვის უკვე საქართველოში, The Body Shop-ის კონცეპტუალურ მაღაზიებშიც გამოჩნდება.
როგორი სურნელი აქვს მაგნოლიას და რით არის ის განსაკუთრებული?
მაგნოლია უძველესი ხე-მცენარეა. მეცნიერებმა აღნიშნული სახეობის 100 მილიონი წლის წინანდელი ნამარხები აღმოაჩინეს. მისი ყვავილის სურნელი მაცოცხლებელ ეფექტს ახდენს და ასოცირდება პოზიტიურ განცდებთან.
მაგნოლიას ყვავილობისას სხვადასხვა ნოტს შეიგრძნობთ - ციტრუსის, ვანილის, მსუბუქი მუშკისა და ბუნებისაც კი. ეს უნიკალური კომბინაცია გამორჩეულ სურნელს ქმნის. მაგნოლიის ხე სიმაღლეში 30 მეტს აღწევს და ყოველ სეზონზე ყვავის. ასობით თეთრი ყვავილით გადაპენტილ ბაღებში გასეირნება კი საოცარ ემოციებს აღძრავს.
იმისათვის, რომ The body Shop-ის Full Magnolia გაზაფხულის განწყობას ქმნიდეს და ულამაზეს ჩინურ ბაღებში გვამოგზაურებდეს, პროფესიონალი ფერმერები ხეებიდან ყვავილებს მხოლოდ გამთენიისას, ძალიან ფრთხილად აგროვებენ. ასე ის მაქსიმალურად ინარჩუნებს ყველა თვისებას, რაც უმაღლესი ხარისხის ეთერზეთის დასამზადებლად არის საჭირო. სწორედ აღნიშნული ეთერზეთის ბაზაზე იქმნება ეს უნიკალური სუნამო, რომელიც განკუთვნილია როგორც ქალისთვის, ისე მამაკაცისთვის.
საინტერესოა, რომ მაგნოლიის სურნელი ყველა ჩვენგანისთვის განსხვავებულად აღიქმება: ზოგისთვის ის პირდაპირ ყვავილებთან ასოცირდება, ზოგისთვის უფრო ხილის არომატები მოაქვს, ზოგიერთი მწვანე ფოთლებისა და ტყის არომატებს გრძნობს. საინტერესოა, თქვენთვის რასთან ასოცირდება ის?
აღსანიშნავია, რომ Full Magnolia-მდე The Body Shop-მა 4 საინტერესო არომატი შექმნა, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა სეზონს მოგვაგონებს და ასევე განსხვავებულ ემოციებს აღძრავს. თითოეული მათგანი დაგვეხმარება, შევიგრძნოთ სილაღე და თავისუფლება, ავიმაღლოთ განწყობა და ამავდროულად, შინაგან სიმშვიდეს მივაღწიოთ.
სწორედ ამიტომ არის The body Shop-ის ინტენსიური სუნამოები საუკეთესო საჩუქარი მათთვის, ვინც სიახლისა და აღმოჩენების ძიების პროცესშია.
R