ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა.
აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელს ითვლის. რომანი 2021 წლის 14 მარტს მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო.
კარლო პონტი საქართველოს პირველად ქართველი მეცო-სოპრანოს, ნინო სურგულაძის მოწვევით ესტუმრა. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოგვიანებით უცხო ქვეყანაში საყვარელ ქალს იპოვიდა და ხშირად მოუწევდა ჩამოსვლა.
„კარლოს ძალიან უყვარს ქართველი ხალხი და ქართული კულტურა, საქართველოზეა შეყვარებული. შარშან საქართველოში შეხვდა ახალ წელს. წელს ვერ მოხერხდა ახალი წლის ერთად შეხვედრა. ევროპაში ყოფნის ლიმიტს გადავაჭარბე ორი დღით, შეზღუდვა მქონდა ექვსი თვე, რომლის ვადაც თებერვალში გადის. ჯერ წასვლა-წამოსვლები გვექნება. არის გარკვეული გარემოებები, რის გამოც ვერც მე მივდივარ და ვერც ის ჩამოდის. ახლა ჰქონდა კონცერტი ამერიკაში თავის შვილთან ერთად, რამაც ძალიან კარგად ჩაიარა. ასეთი ამბები ძალიან მახარებს ხოლმე, რადგან მათი წარმატება ჩემთვის სასიხარულოა.
"კომპლიმენტი იყო Belissimo და დაიწყო ჩვენი საოცარი ისტორია... შთამბეჭდავი იყო სოფი ლორენთან შეხვედრა. ძალიან ემოციური, უშუალო და სასიამოვნო“ - როგორია მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტის განცობისა და სიყვარულის ისტორია
"სოფი ლორენისგან დისტანცია არ მიგრძნია. ჩემს შვილს "ოსკარი" დააჭერინა ხელში" - რას ამბობს მარიამ შარმანაშვილი სოფი ლორენთან ურთიერთობის შესახებ
- ძალიან მიხარია, რომ მერგო პატივი და სოფი ლორენს, რომელიც ლეგენდაა, ვიცნობ. შარშან ჟენევაში ორი თვით მომიწია ყოფნა და საკმაოდ დავახლოვდით, მასთან სტუმრობა ხშირად გვიწევდა. ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა.
ჩვენ ზოგადად გვაქვს წარმოდგენა, რომ დიდი ლეგენდები დისტანციით გამოირჩევიან, მაგრამ ასე ნამდვილად არაა. მისგან დისტანცია არ მიგრძნია. ჩემს შვილს თავისი პრიზები დაათვალიერებინა. დემეტრეს "ოსკარი" დააჭერინა ხელში. ფილმში მეგონა თავი. ასეთი განცდა ხშირად მქონია. იმდენად დაუჯერებელია ჩემთვის ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემო ხდება“. – ამბობდა მარიამი.
ამჯერად წყვილი გადაცემას „ღამის შოუ“ სტუმრობდა. კარლო პონტიმ მარიამისა და საქართველოს შესახებ ისაუბრა:
„მერლინ მონრო მარიამთან შედარებით არაფერია..
საქართველოში ძალიან რთულია იყო გამხდარი, რადგან სულ გეუბნებიან – ჭამე, ჭამე. აუცილებლად უნდა ჭამო, თორემ შემდეგ ძალიან სწყინთ. ამით იტალიელებს ჰგავხართ.
როცა საქართველოში ვარ, თავს სახლში ვგრძნობ, კულტურული ჭრილით ძალიან ჰგავს ეს ქვეყანა იტალიას, ურთიერთობებს, სტუმარმასპინძლობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ..
ქართული ენა ძალიან მომწონს, თქვენი კალიგრაფია არაჩვეულებრივია..." - აღნიშნა მან.