"მათ აღზრდაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, არ ვიცი, შვილები როგორ უნდა გაზარდო – მე ვიცი სიყვარული, მიყვარს ძალიან ჩემი შვილები" - ვინ არის ალეკო მახარობლიშვილის პირველი მეუღლე და რას ჰყვება მსახიობი დანგრეულ ოჯახზე - Marao

"მათ აღზრდაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, არ ვიცი, შვილები როგორ უნდა გაზარდო – მე ვიცი სიყვარული, მიყვარს ძალიან ჩემი შვილები" - ვინ არის ალეკო მახარობლიშვილის პირველი მეუღლე და რას ჰყვება მსახიობი დანგრეულ ოჯახზე

2024-02-22 14:18:07+04:00

ალეკო მახარობლიშვილი 1955 წლის 15 აპრილს დაიბადა. არის ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. 

ალეკო მახარობლიშვილის კარიერა 

თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თე­მურ ჩხე­ი­ძის სა­ხე­ლოს­ნო­ში სწავ­ლობ­და. რამ­დე­ნი­მე წლის მანძილზე თბილისის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში თამაშობდა. 1999 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამსახიობო დასშია. თეატრში განასახიერა როლები:

  • ივანე (იასმინა რიზა „ART - ხელოვნება“; რეჟ. თემურ ჩხეიძე),
  • პოლინიუსი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“; რეჟისორი თემურ კუპრავა),
  • ფოცო, მოსე (გიზო ჟორდანია, ნანა ჟორდანია „თეთრი იასამანი“; რეჟ. გიზო ჟორდანია),
  • ჯიმი ჯეკი (ბრაიან ფრილის „თარგმანები“; რეჟისორი თ. ჩხეიძე),
  • ანტონიო (ედუარდო დე ფილიპოს „ცილინდრი“; რეჟ. თამაზ მესხი),
  • ზურიკო (რეზო თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“; რეჟ. ანზორ ქუთათელაძე),
  • სოსოია (ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, რეჟ. შალვა გაწერელია),
  • ბიჭი (გურამ ბათიაშვილის „ორი ნოველა“, რეჟ. შ. გაწერელია),
  • ბეგლარ ჯინჭარაძე (დავით კლდიაშვილის „ქამუშაძის გაჭირვება“; რეჟ. შ. გაწერელია),
  • აბესალო (დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“, რეჟ. შ. გაწერელია),
  • ქურდი აპო (ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩა“, რეჟ. შ. გაწერელია) და სხვა.

გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში: „ძილის წინ“, „ყავა და ლუდი“, „ჩემი ცოლის დაქალები“, „მამაჩემის გერლფრენდი“ და სხვ.

ალეკო მახარობლიშვილის ოჯახი

მსახიობმა გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" დანგრეულ ქორწინებასა და თავისი ცხოვრების სიყვარულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო, როცა ის და მისი ახლანდელი მეუღლე გაიქცნენ.

„ცოლი ახლაც ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან „ლევად“ წახვალ, პატარაზე რომ წაისეირნებ 

"არ მინდა მამა ვუწოდო, მისგან გულნატკენი ვარ... ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, პირისპირ არასდროს შევხვედრივარ" - რას ამბობდა რამაზ ჩხიკვაძის შვილი მამაზე 

„სულ ვიღაც მიყვარდა, მერე დადგა პერიოდი, როცა არავინ მიყვარდა და ჩავთვალე, რომ ამაზე მეტად აღარავინ შემიყვარდებოდა. ამ ჩემს პირველ მეუღლეს ვუყვარდი და არაფერი დაუშავებია, პირიქით, მე დავაშავე და მე მასთან მადლობის გარდა არაფერი მაქვს სათქმელი, რადგან ასეთი კარგი შვილები გამიზარდა. მათ აღზრდაში მე მონაწილეობა არ მიმიღია, არ ვიცი, შვილები როგორ უნდა გაზარდო – მე ვიცი სიყვარული, მიყვარს ძალიან ჩემი შვილები.

დაქორწინებული ვიყავი, როცა გავიქეცით მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე. პირველი, ალბათ, არ მიყვარდა ისე ძალიან. მე და ჩემი ახლანდელი მეუღლე დღემდე ერთად ვართ და, იმედია, სულ ასე ვიქნებით“, - ამბობს ალეკო მახარობლიშვილი ინტერვიუში. 

ალეკო მახარობლიშვილის მეუღლე თამარ ადამიაა: 

"ზოგჯერ ეჭვიანობის მიზეზიც არ არსებობს, ეჩვენებათ, იგონებენ. რატომ გაიხედე იქით, ის კაცი რატომ გიყურებდა? – ასეთი კითხვები გაგვიგია… შევთანხმდეთ, რომ ყველა თვისება არსებობს ყველა ადამიანში, ოღონდ მეტ-ნაკლებად, რა დოზით გაქვს, გააჩნია. როგორ არ მიეჭვიანია, სანამ მე და ალეკო დავქორწინდებოდით, გოგონები ესეოდნენ ბუზებივით. არ იცით, რა ხდებოდა. რა თქმა უნდა, ვეჭვიანობდი. არსებობს ასეთი გამონათქვამი: "ეჭვიანობა ჩემს ღირსებაზე დაბლა დგას". როცა ვიეჭვიანებდი, იმ წამსვე ჩემს თავს ვეტყოდი ხოლმე, არ გრცხვენია, შენ ამაზე ეჭვიანობ-მეთქი?" - ამბობდა ის.