"ეს საშინელებაა": ნატალი პორტმანმა პირველად გააკეთა კომენტარი ქმართან განშორებაზე - Marao

"ეს საშინელებაა": ნატალი პორტმანმა პირველად გააკეთა კომენტარი ქმართან განშორებაზე

2024-02-22 15:30:52+04:00

ნატალი პორტმანი ბენჯამინ მილეპიდი დიდი ხანია სამაგალითო წყვილად ითვლებიან. ხშირად ჩნდებოდნენ ერთად და ბედნიერად გამოიყურებოდნენ. თუმცა, გასულ აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ნატალი და ბენჯამინი განქორწინების პირას იყვნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილეპიდმა ცოლს 26 წლის ფრანგ ქალთან უღალატა. 

მსახიობის ოჯახთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ იგი ცდილობდა ქორწინების გადარჩენას. თუმცა ნატალის პირადი ცხოვრების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. სურდა დაეცვა თავისი კონფიდენციალურობა და უზრუნველყო მისი და ბენჯამინის შვილების, 12 წლის ალეფის და 6 წლის ამალიას კომფორტი.

13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ნატალი პორტმანი ქმარს შორდება - ტაბლოიდები ღალატის შესახებ წერენ 

ნატალი პორტმანის ქმარი ღალატში გამოიჭირეს - მსახიობი კანის კინოფესტივალზე მარტო გამოჩნდა 

ახლა მსახიობმა პირველად გააკეთა კომენტარი ბენჯამინთან დაშორების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს თემა მისთვის უსიამოვნო იყო.

"ეს საშინელებაა და მე არ მაქვს სურვილი ამაზე ვისაუბრო", - განაცხადა მსახიობმა და აღნიშნა, რომ ყოველთვის  მგრძნობიარე იყო მისი პირადი სივრცის მიმართ.  ყოველთვის ცდილობდა კარიერა და პირადი ცხოვრება ერთმანეთისგან გაემიჯნა. სწორედ ამიტომ შეცვალა გვარი ჰერშლაგიდან პორტმანზე.

„ძალიან ადრე დავიწყე ამის გააზრება. როცა კარიერა დავიწყე, სხვა სახელი ავირჩიე... ეს იყო ერთგვარი საინტერესო გზა პიროვნებების გამიჯვნისთვის“, - განაცხადა მსახიობმა.

წყვილმა ერთმანეთი პორტმანის ფილმის, „შავი გედის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო - მილპიე ამ დროს ნატალის ქორეოგრაფად მუშაობდა. 2011 წელს პირველი შვილი, ალეფი შეეძინათ, 2017 წელს კი მათი ქალიშვილი - ამალია დაიბადა. 

"არაფერია ჩემს პირად ცხოვრებაზე უფრო მნიშვნელოვანი, - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში, - ეს არის ის, რაც პირველ რიგში მაინტერესებს, ყველაფერი დანარჩენი პრაქტიკულად ზედაპირულია.”