მარიამ როინიშვილი მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დედას ბავშვობიდან დაჰყავდა შვილები ოპერაში, ამიტომ მარიამის სამომავლო პროფესიაზე ამან დიდი გავლენა იქონია - იგი ქართველი სოპრანოა. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მარიამს ოპერა დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ.
"გამორჩეული საჩუქარი მივიღე, მე და გია 5 დღით რომში ვიყავით..." - თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის იტალიური არდადეგები და მოულოდნელი სიურპრიზი
"რთული პერიოდი გარეგნულად მხოლოდ სახლში მეტყობა. ამაზე თამრიკო ყოველთვის მეჩხუბება, ნუ ითრგუნებიო. გარეთ გავალ თუ არა, არაფერი მემჩნევა. ყოველთვის ვიღიმი და ვიპრანჭები, რადგან ვერ ვიტან, როცა უცხო თვალი მატყობს, რომ კარგად არ ვარ. მძულს, როცა ვინმეს ვეცოდები. ამიტომ, თუკი რამე მიჭირს, ეს მხოლოდ სახლში ხდება.
"აღმოვაჩინე, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ჩემი ქმრის პირველი ცოლი იყო" - რას წერს მარიამ ნადირაძე მარიამ როინიშვილის შესახებ
ამჯერად მარიამი შვილთან, ელენე მახარაძესთან ერთად, გადაცემის "შუადღე" სტუმარია, სადაც ერთმანეთის კითხვებს პასუხობენ.
მარიამი: შენმა გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა: სამყაროსა და სიცოცხლის მიმართ დამოკიდებულება. მივხვდი, რომ სამყარო უფრო ფერადია. მადლობა, რომ ამ ფერების აღქმის საშუალება მომეცი. ერთადერთი თხოვნა მაქვს: შენი ტელეფონი მუდმივად ჩართული იყოს, რომ დაგიკავშირდე. მახსოვს, პირველი განცდა, როცა დაგინახე. ეს მოგონება უდიდეს ძალას და ბედნიერებას მაძლევს.
ელენე: მე შენით ყოველთვის ვამაყობ: როცა მღერი, როცა კონცერტზე გამოდიხარ ან როცა სპექტაკლები გაქვს.
მარიამი: შენგან ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ. ძალიან დიდსულოვანი ადამიანი ხარ. მე და შენ ერთად ბევრი რამ გვაქვს გამოვლილი. ზრდასრული ადამიანიც კი არ მეგულება, ვისაც შენსავით დიდი სული აქვს. მინდა, რომ მთელი ცხოვრება შეინარჩუნო.
ელენე: დედას არასდროს ვატყუებ. როცა ვინმეს ვატყუებ, ყოველთვის ვნანობ. ეს ძალიან მაწუხებს.
მარიამი: 10 წლის შემდეგ ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვექნება.