"აღმოვაჩინე მისი სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჩემი დის საუკეთესო დაქალთან" - რას ჰყვება ნინუცა მაყაშვილი - Marao

"აღმოვაჩინე მისი სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჩემი დის საუკეთესო დაქალთან" - ბესო ზანგურთან სკანდალური დაშორების შემდეგ ნინუცა მაყაშვილმა შეყვარებულის ღალატის შესახებ ისაუბრა

2024-02-27 11:20:55+04:00

ნინუცა მაყაშვილი ყველასთვის კარგად ნაცნობი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობია. ის ტელეეკრანზეც ხშირად ჩანს და დადებითი განწყობითა და ენერგიით მაყურებლებსაც მუდმივად ახალისებს. მიუხედავად ასეთი იმიჯისა, ნინუცას პირად ცხოვრებაშიც იყო სირთულეები, რომელთა შესახებაც ხმამაღლა არასდროს ულაპარაკია, თუმცა გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მან მსახიობ ბესო ზანგურთან ქორწინებასა და დაშორების მიზეზებზე ისაუბრა:

ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური 

„არასდროს მიფიქრია, რომ მე გავხდებოდი ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ცხოვრებაში ეს შეემთხვეოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სამყარო ჩემ გარშემო არც ისეთი ვარდისფერია, როგორიც მეგონა“. ნინუცა მაყაშვილი 19 წლის ასაკში გათხოვდა. ის ბესო ზანგურისთვის მეორე ცოლი იყო. როგორც ნინუცა იხსენებს, პირველად მეუღლემ მასზე ფიზიკურად ორსულობის დროს, ოჯახის წევრების თვალწინ იძალადა. ძალადობა ქმრისგან ამ ფაქტის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა ნინუცასთვის ამაზე ხმამაღლა საუბარი მაშინ ძალიან რთული და შეუძლებელიც კი აღმოჩნდა: „ვითმენდი, რადგან ძალიან მეშინოდა. მემუქრებოდა ოჯახის წევრებითაც. ამის შესახებ ვერავის ვუყვებოდი“ - იხსენებს მსახიობი.

პირადი ცხოვრების შესახებ ნინუცა ბევრს არ საუბრობს, მაგრამ სხვადასხვა ინტერვიუში განმარტავს, რომ ცხოვრების ეს ეტაპი მისთვის უკვე წარსულია და თავს ახლა კარგად გრძნობს. მიუხედავად ამისა, ყოფილ მეუღლეზე საუბარი და რთული დღეების გახსენება მისთვის ახლაც  რთულია: „ძალიან მარტივია, სუსტი დაჩაგრო და ძალიან მარტივია ხელი დაარტყა მას, ვინც ხელს არ შემოგიბრუნებს. ახლა მე ჩემი თავის იმედი მაქვს, მაშინ არ მქონდა“ - ამბობდა ნინუცა.

მოგვიანებით ამ განცხადებას ბესო ზანგურმაც უპასუხა და ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას თქვა, რომ არ იცის, რატომ ისაუბრა ნინუცამ ძალადობის შესახებ: „არ ვიცი, ათასი ვარიანტია. შესაძლოა, ამ [ახალ] ოჯახში რომ ძალიან ბედნიერს მხედავს, მე და ჩემი მეუღლე რომ ძალიან მაგრად ვართ ერთმანეთთან, ქალია და ასეთი რამ ბოღმისგან გააკეთა. მართლა არ ვიცი. მე და ჩემი ცოლი გაოცებულები ვუყურებდით, მართლა ნინუცა ლაპარაკობს ამას-მეთქი?! ეს ადამიანი ასეთი არ არის და მართლა არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი… მე შვილი მყავს, რომელიც აფანატებს დედამისზე და ჩემი შვილის გულისტკივილი არაფრად მიღირს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნინუცას გალანძღვით მე მასიამოვნებს, ძალიან ცდება. მირჩევნია, მე გამლანძღონ, ვიდრე ჩემს შვილს დედა გაულანძღონ…“- აღნიშნა მან.

მოგვიანებით ნინუცა მაყაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები ახალ რჩეულთან ერთად გააზიარა და პირად ურთიერთობებზე საჯაროდაც ისაუბრა: 

  • „რაც ედუ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, ჩემ გარშემო ყველაფერი შეიცვალა, სამყარო ამოტრიალდა. ამ ადამიანის გამოჩენამდე ვინმესთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მქონდა, მით უმეტეს, სერიოზულის. მაგრამ ედუს შემთხვევაში იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. ორი იდეალური ნაწილი რომ შეხვდება ერთმანეთს და იდეალურად ეწყობა, ზუსტად ეს შემთხვევაა, გაგვიმართლა ორივეს. ამ ადამიანის გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან პირადი არის პირადი. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ბოროტი ადამიანია და არ მინდა მათი უაზრო კომენტარების კითხვა. ამიტომ მაქსიმალურად ვერიდები ამ თემაზე საჯაროდ საუბარს. ერთს ვიტყვი: ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი. ამიტომ, რასაც ვთვლი საჭიროდ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, იმას ვიტყვი, მეტს არაფერს…“ - ამბობდა ის „თბილისელებთან“ საუბრისას.როგორც ჩანს, წყვილი ერთმანეთს დაშორდა და საერთო ფოტო-ვიდეო სოციალური ქსელიდანაც წაშალა. ახლა კი ნინუცამ გადაცემაში „შუადღე“, რომლის სტუმრები ღალატის თემას განიხილავდნენ, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და საჯაროდ მოჰყვა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინა, მისი შეყვარებულის მიმოწერა მისი დის საუკეთესო მეგობართან.

„ძალიან ხშირად უღალატიათ ჩემთვის და გული უტკენიათ. მოვყვები ერთ ისტორიას. ჩემს შეყვარებულთან 4 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, რაღაც განხეთქილებების ფონზე დავშორდით. შემდეგ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შევრიგებულიყავით და ამ შერიგების შემდეგ უფრო სერიოზულად უნდა გვეფიქრა, ქორწილი და ა.შ.

"დახუჭე თვალები... როგორ გიხდება" - რუსკა მაყაშვილის შვილის, კატოს უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს 

"მამა დაბადების 5-6 წლამდე მყავდა, მერე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან" - შეცვლილი გვარი, ბავშვობა და ოჯახი: რუსკა მაყაშვილის ცხოვრების უცნობი დეტალები 

მოხდა ისე, რომ ამ შერიგებიდან, დაახლოებით, 10 დღეში დავწექი საავადმყოფოში. საკმაოდ რთული ოპერაცია გავიკეთე და არ მოვიდა სანახავად. ნარკოზიდან როგორც კი გამოვედი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რაც ხდებოდა ჩემს თავს, რადგან ინტუიცია კარგად მაქვს განვითარებული..

ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე.. გავტეხე მისი სოციალური ქსელი და აღმოვაჩინე მისი სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჩემი დის საუკეთესო დაქალთან..

ისე ცუდად გავხდი, რომ ნაკერი გამეხსნა და თავიდან საოპერაციო გავხდი..

ვფიქრობ, რომ ღმერთმა გადამარჩინა“, – ამბობს ნინუცა მაყაშვილი.