"ჩემს შვილთან აკრძალვები მაქვს... ყველაფერს თავისი ადგილი აქვს" - ზურა შევარდნაძე მამობაზე - Marao

"ჩემს შვილთან აკრძალვები მაქვს... ყველაფერს თავისი ადგილი აქვს" - ვინ არის ზურა შევარდნაძის შვილი და როგორი მამაა ის

2024-02-27 13:21:59+04:00

ზურა შევარდნაძეს ტელეეკრანებიდან ბევრი იცნობს. მცენარეების მოყვარულები, ალბათ, მის ულამაზეს "გარდენიაშიც" არაერთხელ ყოფილან. „განსაკუთრებით მახარებს ის ამბავი, რომ ბევრი გონიერი, ანთებული, წესიერი, განათლებული ახალგაზრდა მოდის და ინტერესით არჩევს თესლებს და ჩითილებს... მებაღე და მებაღეობა რომ დაფასდება, ის დრო დგება" - ამბობდა ზურა. 

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სასარგებლო რჩევებს, ვიდეოებს სხვადასხვა მცენარის მოვლისა თუ გამრავლების შესახებ; ყოველდღიური საქმიანობისა და სამზადისის ვლოგებს... 

რეცეპტი: "ვინ არ სცადა, მისნაირი არავის გამოსდის... დედაჩემი ხშირად შეუძლოდაა, მაგრამ კუხე პომიდვრის სეზონზე ცოცხლდება და იმდენს ამზადებს, გამვლელ-გამომვლელსაც რომ ეყოფა " - მკვახე პომიდორი ნიგვზით ზურა შევარდნაძისგან 

"დაუჯერებელია! ამ არაჩვეულებრივ ქალს, სოფო ჭყონიას, ვუმადლი, რომ აჭარელი ქალების ხელით ნაქსოვი შალის უნიკალური წინდები, არც მეტი, არც ნაკლები, ლონდონსა და პარიზში იყიდება" - რას წერს ზურა შევარდნაძე სოფო ჭყონიას შესახებ 

ამჯერად ზურა შევარდნაძე გადაცემა "ჩვენი ოჯახის" სტუმარია, სადაც მამობასა და შვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა:

"მაქვს მასთან აკრძალვები. აქვს თავისი ადგილი. ოცნებობს კორპუსში ცხოვრებასა და ავტობუსითა და მეტროთი სიარულზე. ახლა გურიაშია, დედაჩემთან. მას ჩემი ბებიის, ესმას სახელი ჰქვია. კიდევ უნდა შავი ტყავის ელასტიკები. მითხრა, ეგენი აცვია ძალიან ლამაზ გოგოებსო" - თქვა ზურა შევარდნაძემ და საუბარი დედასა და ბებიაზე გააგრძელა:

"დედას ვერარა ვერ შეცვლის. ბებიამ ჩემთვის ყველაფერი გაიღო. დედაჩემი ყოველთვის ნერვიულობდა, რომ კარგი მოსწავლე არ ვიყავი. ბებიაჩემისთვის მთავარი იყო, მე  ვყოფილიყავი კარგად".