ნინო მუმლაძე პირველ შვილს ელოდება - ახალი კადრები მსახიობის ცხოვრებიდან - Marao

ნინო მუმლაძე პირველ შვილს ელოდება - ახალი კადრები მსახიობის ცხოვრებიდან

2024-02-27 13:42:12+04:00

"შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დღეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემ გვერ­დით არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მა­საც ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ. და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს დრო გვიჩ­ვე­ნებს"  - ამბობდა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში მსახიობი ნინო მუმლაძე. ამჯერად კი მეგობრებს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს და წერს, რომ პირველ შვილს ელოდება. 

"39 წლის ვარ და მხოლოდ საბავშვო კრემს ვიყენებ... არც ბოტოქსი და არც სხვა რამე ინექცია არ გამიკეთებია, გენეტიკას ვუმადლოდე?" - ნინო მუმლაძე პირადი ცხოვრებისა და ცხოვრების წესის შესახებ 

ნინო მუმლაძე

ნინო მუმლაძე თეატრისა და კინოს მსახიობია. დაიბადა  1984 წელს თბილისში. დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელს დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წელს დაიწყო მუშაობა თავისუფალ თეატრში.

ნინო მუმლაძის აქტიური სამსახიობო კარიერა 2004 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. პირველი დიდი წარმატება მას სერიალმა "ჩვენი ოფისი" მოუტანა, რომელიც მაყურებელმა ტელეეკრანებზე 2008 წელს იხილა. შემდეგ იყო გიორგი ლიფონავას ფილმი "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს". დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მისი პერსონაჟის, ნათიას გამოჩენას პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები". ნინო მუმლაძის პერსონაჟი რომანს ცოლიან კაცთან, დათოსთან აბამს და მისგან შვილსაც აჩენს. ამის პარალელურად კი, დათოს ცოლს, ნინას, სიმსივნის დიაგოზს უსვამენ. როგორც ნინო მუმლაძე არაერთ ინტერვიუში ამბობდა, მის პერსონაჟთან ხშირად აიგივებდნენ და ნეგატიური შინაარსის წერილებს პირდაპირ მას სწერდნენ. სოციალურ ქსელებშიც აქტიურად განიხილავდნენ, სწორად მოიქცა თუ არა ნათია. 

"არ მიმაჩნია, რომ ნათიამ რაღაც გამაოგნებლად უთავმოყვარეო ჩაიდინა,რომელი ქალი არ დათანხმდებოდა?“ - ნინო მუმლაძე 

  • მიუხედავად იმისა, რომ ნინო მუმლაძე ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, მას პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს, მაგრამ ბოლო დროს რჩეულთან, გუგა გოგნაშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს ხშირად აქვეყნებს. წყვილს მალე პირველი საერთო შვილიც შეეძინება. 

ნინო მუმლაძე წლების მანძილზე ებრძოდა ზედმეტ კილოგრამებს. როგორც თავად აღნიშნა, არაერთი გზა სცადა და სასურველ შედეგსაც მიაღწია. ნინო ხშირად იღებს კომპლიმენტებს გარეგნობის შესახებაც, თუმცა თავად ამბობს, რომ თავის მოვლის განსაკუთრებული რუტინა არ აქვს: 

  • "გა­სულ დღე­ებ­ში პოს­ტიც კი დავ­დე, მხო­ლოდ „დეტსკი“ კრემს ვხმა­რობ-მეთ­ქი... არ ვარ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ზედ­მეტ რუ­ტი­ნას, ზედ­მე­ტად ჩა­რე­ვას სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს. არ ვიცი, ალ­ბათ გე­ნე­ტი­კას უნდა ვუ­მად­ლო­დეთ, ჯერ­ჯე­რო­ბით რომ სა­ხე­ზე ისე­თი არა­ფე­რი მჭირს, სე­რი­ო­ზულ ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებ­დეს... უკვე 39 წლის ვარ და არა­ნა­ი­რი ინექ­ცი­უ­რი პრო­ცე­დუ­რა არ ჩა­მი­ტა­რე­ბია", - ამბობდა ის.